logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
სოფლის განვითარების პროგრამით 30-ზე პროექტი დაფინანსდა
სოფლის განვითარების პროგრამით 30-ზე პროექტი დაფინანსდა
11:32 28.07.2021
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით, ხულოს მუნიციპალიტეტში სამკერვალო საწარმო ამოქმედდა. კომპანიამ „ბეკი“ სამკერვალოს მოსაწყობად 34,600 ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, 27,680 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებაა. სამკერვალო საწარმოში 17 ადგილობრივია დასაქმებული.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი ანნა ჩერნიშოვა ხულოს მუციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში შექმნილ სამკერვალო საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნენ.

„სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი საწარმო დაფინანსდა; აღნიშნული პროგრამის მიზანი სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერაა. აღსანიშნავია, რომ დაფინანსებული 30-ზე მეტი პროექტის თანადაფინანსება 3.7 მილიონ ლარზე მეტია, ინვესტიციის ჯამური ღირებულება კი 5,5 მლნ ლარს აჭარბებს“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჯიბლაძემ.

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.
“საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სოფლის განვითარების ალტერნატიული გზა, რომელიც სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირებასა და მდგრადი ბიზნესის მოდელს ეყრდნობა. დღეს, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკა პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოდის, ამ უნიკალურ რეგიონს კარგი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ ეს ახალი მიდგომა დანერგოს“,- აღნიშნა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა, ანნა ჩერნიშოვამ.

„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

სამკერვალო საწარმოში სამუშაო პროცესის გასაცნობად, ასევე იმყოფებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი, პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერი ნოდარ კერესელიძე და პროექტის კოორდინატორი ვახტანგ კონცელიძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა