logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: დღეს, როდესაც პანდემიის გამო ჩვენი ტურიზმი განიცდის ყველაზე მეტ დარტყმას, იუნესკოს გადაწყვეტილება მისი სწრაფი აღდგენის გარანტიაა
ნათია თურნავა: დღეს, როდესაც პანდემიის გამო ჩვენი ტურიზმი განიცდის ყველაზე მეტ დარტყმას, იუნესკოს გადაწყვეტილება მისი სწრაფი აღდგენის გარანტიაა
01:22 28.07.2021
„ჩვენ კვლავაც წარმოვჩინდით მსოფლიო რუკაზე, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს უნიკალური ტრადიციები, უნიკალური ისტორია, უნიკალური ბუნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ტურიზმი განიცდის ყველაზე მეტ დარტყმას, ისეთი გადაწყვეტილებებით, როგორიც არის იუნესკოს მიერ საქართველოში ოთხი დაცული ტერიტორიის აღიარება, შევუქმნათ მომავალი ჩვენს ტურიზმს და შევქმნათ მისი ძალიან სწრაფი აღდგენის გარანტია" - ამის შესახებ ნათია თურნავამ კოლხეთის ეროვნული პარკში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც UNESCO-ს კომიტეტის მიერ „საქართველოს კოლხური ტყეების და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის" მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა და ის ლევან დავითაშვილმა გახსნა.

როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სამთავრობო გუნდი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ იმისთვის, რომ დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა განვითარდეს. ნათია თურნავას შეფასებით, პირველ რიგში, ეს ნიშნავს სამუშაო ადგილებს იმ რეგიონებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ეროვნული პარკების მახლობლად და ქმნიან იმ გარემოს, რომლებსაც დიდი სიამოვნებით სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნების ტურისტები.

„ეს ნიშნავს ასევე ეკოტურიზმის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული 10-წლიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი მოიცავს სპეციალური მხარდაჭერის პროგრამებს ეკო და აგროტურიზმისთვის. ესაა გრანტებისა და სესხების სუბსიდირების პროგრამები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ასეთი უნიკალური ბუნების ძეგლების ირგვლივ გააშენოს მცირე სასტუმროები, მცირე ფერმერული მეურნეობები, მცირე კვების ობიექტები, რაც ჩვენთან საერთაშორისო ვიზიტორებს მოიზიდავს," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის ოთხ დაცულ ტერიტორიას მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა - კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები, ასევე ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა