logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ვიწყებთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების საგრანტო პროგრამას, რომლის ღირებულება 50 მილიონი ლარია
ირაკლი ღარიბაშვილი: ვიწყებთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების საგრანტო პროგრამას, რომლის ღირებულება 50 მილიონი ლარია
15:38 26.07.2021
დღეს ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას სოფლის მეურნეობის მიმართულებით; ეს არის ჩვენს მიერ დაანონსებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის საგრანტო პროგრამა, რომლის ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს.

პროგრამის დეტალებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისაუბრა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მექანიზაციის თანადაფინანსება არის ის, რაც სოფლად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობით დაკავებულ მოსახლეობას ძალიან სჭირდება.

„ეს არის ის ძირითადი სურვილი და სათხოვარი, რაც ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდა.

შესაბამისად, გადავწყვიტეთ, პროგრამა, რომელიც გვქონდა წინა წლებში, მაგრამ შეზღუდული ბიუჯეტით, მასშტაბურად დავაფინანსოთ მიმდინარე წელს. სექტემბრიდან შეგვიძლია მივიღოთ განაცხადები ამ პროგრამაში მონაწილეებისა. ჩვენ გვექნება საგრანტო თანადაფინანსება, შესაბამისად, ტექნიკის ღირებულების ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან გრანტის სახით დაფინანსდება, დანარჩენი ნაწილი, შეიძლება იყოს შეღავათიანი საკრედიტო ან სალიზინგო რესურსით დაფინანსებული, შესაბამისად, ჩვენს მოსახლეობას, ვფიქრობ, მნიშვნელოვან შეღავათს მივცემთ. ჩვენ გვექნება როგორც 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე მექანიზაციის დაფინანსების შესაძლებლობა, ისე 20 000-100 000 ლარამდე ღირებულების და 100 ათას ლარზე მეტის ღირებულების მსხვილი ტექნიკის შემთხვევაში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მიწის რესურსის სრულად ათვისების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ლევან დავითაშვილი აქტიურად მუშაობს და უკვე მომზადებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება.

„ლევან დავითაშვილი აქტიურად მუშაობს და უკვე მომზადებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებიც დაიწყება სექტემბრიდან და განსაკუთრებით 2022 წლიდან, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. ჩვენ მიწის რესურსი სრულად უნდა ავითვისოთ. ამ მიმართულებით, ბატონ ლევანს აქვს მომზადებული კონკრეტული პროგრამები, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს ფერმერებს, ჩვენს მოსახლეობას", - აღნიშნა პრემიერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა