დღეიდან, მოქალაქეებს შემოსავლების სამსახურის განახლებული ისანი–სამგორის
სერვისცენტრი მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ 26 ივლისიდან, გადასახადის გადამხდელებს მოემსახურება განახლებული ისანი–სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვისცენტრი, (მისამართზე: გულუას ქუჩა № 4).
ამასთან, შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის მუშაობა დროებით შეჩერებულია. მოქალაქეებს სასურველი მომსახურების მიღება, შეეძლებათ შემდეგ მისამართზე: მერაბ ალექსიძის ქუჩა I შესახვევი #2 ან ისარგებლებენ მოძრავი სერვისცენტრის - RS CAR-ის მომსახურებით, რომელიც განთავსებულია ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აქვე გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.
ისანი–სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვისცენტრი გადასახადის გადამხდელებს 09:00- საათიდან 18:00 საათამდე მოემსახურება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.