საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს
სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში" სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინიციატივით ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) პროგრამის ფარგლებში საქართველოს ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი ხორციელდება.
პროექტის მიმდინარე ეტაპზე საქართველოს ნავსადგურებში კორეელი და ქართველი სპეციალისტები ერთობლივად ახორციელებენ ბათიმეტრიულ სამუშაოებს, ასევე ზღვის დონის, წყლის დინებების, სიჩქარის და სხვა მახასიათებლების კვლევას. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური წყლის ფუნდამენტური კვლევები საქართველოს საზღვაო სივრცეში ათწლეულების მანძილზე არ ჩატარებულა.
კვლევების პარალელურად ჰიდროგრაფიული სამსახურის სპეციალისტებისათვის კორეელი ინჟინრები სპეციალურ ტრენინგებს ატარებენ.
„აღნიშნული პროექტი საქართველოში ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს, რაც მეტად მნიშვნელოვანია ნაოსნობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებისათვის", - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორმა რევაზ ბაბილუამ.