ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ვაკე-საბურთალოს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრის მთლიანი სივრცის
გეგმიური საინჟინრო-ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში, განხორციელებული კვლევითი სამუშაოების შედეგად, აღმოჩენილი იქნა შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციის დაზიანებები.
უახლოეს დღეებში, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, შემუშავდება სარდაფის კონსტრუქციული სისტემების მდგრადობის აღდგენის წინასაპროექტო გეგმა და აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, აქტიურ რეჟიმში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი, მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მუშაობას დროებით შეაჩერებს და 21 ივლისიდან, მომსახურების მიღება, შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართზე: მერაბ ალექსიძის ქუჩა I შესახვევი #2.
ამასთან, გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ, თბილისში არსებული სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლონ გლდანი-ნაძალადევის (სარაჯიშვილის ქუჩა №1) სერვისცენტრით, ხოლო 26 ივლისიდან მოქალაქეებს მოემსახურება განახლებული ისანი–სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვისცენტრი, მისამართზე: გულუას ქუჩა № 4.
მომხმარებლები ასევე, ისარგებლებენ მოძრავი სერვისცენტრის - RS CAR-ის მომსახურებით, რომელიც განთავსდება ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე და შესაძლებელი იქნება შემდეგი სერვისების მიღება: შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის რეგისტრაცია/ავტორიზაცია, ავტორიზირებული გვერდის პაროლის აღდგენა და გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული მოქალაქეებისთვის ცნობის გაცემა.
აქვე გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.