მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 916 ტონა
მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5 მილიონ 411 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 269 ტონით (42%), ხოლო ღირებულება 1 მილიონ 685 ათასი აშშ დოლარით (45%) გაიზარდა.
ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (841.9 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (26.4 ტონა), უკრაინაში (21.1 ტონა), გერმანიაში (10.9 ტონა), ბულგარეთში (4.6 ტონა), სომხეთში (4.0 ტონა), ყატარში (2.9 ტონა), მალაიზიაში (1.1 ტონა), მოლდოვაში (0.9 ტონა), სიანგანში (0.8 ტონა), ბაჰრეინში (0.8 ტონა) და ლიბანში (0.3 ტონა).