კასპის ტექნოპარკში პროექტის ,,გააციფრულე საქართველოს" პირველი შემაჯამებელი
ღონისძიება გაიმართა.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანია Google-ის ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით საქართველოს რეგიონებში ტურიზმის განვითარებას ხელი შეუწყოს.
პროექტს აიპ „აი", USAID/Zrda-ს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ახორციელებს.