logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების წესის შესახებ შემოსავლების სამსახურში გადამხდელებთან ღია კარის დღეები იმართება
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების წესის შესახებ შემოსავლების სამსახურში გადამხდელებთან ღია კარის დღეები იმართება
15:17 10.07.2021
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების წესის შესახებ, ღია კარის დღეები იმართება.

შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა თაბაგარმა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი წესის გაცნობის მიზნით, ქუთაისსა და ბათუმში რეგისტრირებულ მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. უწყების წარმომადგენლებმა გადასახადის გადამხდელებს ცვლილების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია და ვიდეო სახელმძღვანელო წარუდგინეს.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების გაუმჯობესების პროექტი პირველ ეტაპზე მიზნად ისახავს სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემულ ლიცენზიებზე მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესის სრულყოფას.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესებას და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, ასევე მოხდება გადასახადის გადამხდელების მხრიდან დეკლარირების პროცესის გამარტივება, საინფორმაციო ბაზების დახვეწა და სახელმწიფოს წიაღისეული რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენება.

ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, 12 ივლისის ჩათვლით, პერმანენტულად გაიმართება. შეხვედრები კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს.

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი წესი 3 000-ზე მეტ ლიცენზიანტს შეეხება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა