logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: გვაქვს კონკრეტული ფინანსური ბერკეტები და პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ციფრული ტრანსფორმაციისკენ
ნათია თურნავა: გვაქვს კონკრეტული ფინანსური ბერკეტები და პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ციფრული ტრანსფორმაციისკენ
19:40 09.07.2021
ციფრულ ტრანსფორმაციას დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს სამომავლო გეგმებში, რომლის მიხედვით, ძალიან ბევრ სფეროში ისევე, როგორც ზოგადად ქვეყანაში უნდა მოხდეს ციფრული ტრანსფორმაცია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ციფრული ტრანსფორმაციის" საქართველოს კონსორციუმის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს ციფრულ ტრანსფორმაციაში ძალიან აქტიურ დახმარებას უწევენ დონორები, რომელთა ხელშეწყობით ქვეყანაში არაერთი მსხვილი პროექტი ხორციელდება, მათ შორის „ლოგ ინ ჯორჯია", რომელიც რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

„ასევე როგორც იცით, ორიოდ დღის წინ ევროკავშირმა დაახლოებით 4 მილიარდი ევრო გამოგვიყო სხვადასხვა მსხვილი სტრატეგიული დარგებისთვის. მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება არის სწორედ ციფრული ტრანსფორმაცია, ციფრული ჰაბი საქართველოს სახით ჩვენს რეგიონში. მიმდინარე პროექტებიდან ასევე გამოვყოფდი საყოველთაო ინტერნეტიზაციის მასშტაბურ პროექტს, რომელიც 1000-მდე დასახლებული პუნქტისა და ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ინტერნეტზე წვდომას გულისხმობს განურჩევლად იმისა, სოფლად ცხოვრობს თუ ქალაქში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ციფრული ტრანსფორმაციის კუთხით, ეს არის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა, რომელიც სტარტაპებისა და ინოვაციური წამოწყებების გრანტებით მხარდაჭერას გულისხმობს.

„უკვე 150-მდე სტარტაპი გვაქვს დაფინანსებული და მათგან ზოგიერთი სილიკონ ველიზეა წარმოდგენილი. ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმის პერსპექტივაში კი 500-მდე სტარტაპის დაფინანსებას ვგეგმავთ. კიდევ ერთი მიმართულება შევიმუშავეთ „აწარმოე საქარველოში" ფარგლებში, რომლითაც პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას და ამ ბიზნესს წავახალისებთ გრანტებითა და სუბსიდიებით. ასე რომ, გვაქვს კონკრეტული ფინანსური ბერკეტები და პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ციფრული ტრანსფორმაციისკენ. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს ინდუსტრია ეს ინდუსტრია კონსოლიდირდება და ისინი მარტო ერთმანეთის კონკურენტები კი აღარ იქნებიან, არამედ ერთობლივად და მთავრობის მხარდაჭერით განახორციელებენ რეალურ ციფრულ გარღვევას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმი კერძო-საჯარო პარტნიორობაზე დაფუძნებული ღია, თანამშრომლობითი პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს "ციფრული ტრანსფორმაციის", საჯარო ელექტრონული სერვისების დეცენტრალიზებული ეკოსისტემის განვითარებისა და ქვეყნის საერთაშორისო ინოვაციური საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა