ინიციატივა, რომელიც შეეხება 3 მლრდ 900 მლნ ევროს გამოყოფას საქართველოსთვის,
შესანიშნავად პასუხობს სწორედ იმ გეგმებსა და ინიციატივებს, რომელიც ჩვენს მთავრობას გააჩნია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შემუშავებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ამჟამად მუშაობს ყველა სექტორის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე, რათა ქვეყანა გახდეს რეალურად ევროპული სახელმწიფო.
„ბატონო კომისარო, თქვენს მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც შეეხება 3 მლრდ 900 მლნ ევროს გამოყოფას საქართველოსთვის, შესანიშნავად პასუხობს სწორედ იმ გეგმებსა და ინიციატივებს, რომელიც ჩვენს მთავრობას გააჩნია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შემუშავებაში. ამჟამად, ჩვენ ვმუშაობთ ყველა სექტორის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, როგორ უნდა გახდეს რეალურად ევროპული სახელმწიფო. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს,"- აღნიშნა პრემიერმა.