logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა ენერგეტიკული რეფორმა დადებითად შეაფასეს
ნათია თურნავა: გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა ენერგეტიკული რეფორმა დადებითად შეაფასეს
11:22 07.07.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ჰუბერტ ქნირშსა და დიეგო კოლასს შეხვდა და მათთან საქართველოში ენერგეტიკული რეფორმის მიმდინარეობა განიხილა.

შეხვედრაში მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი.

„ენერგეტიკული რეფორმა, რომელიც ბოლო 2 წელია ხორციელდება, ევროკავშირის მუდმივი ყურადღების ცენტრშია. ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ენერგეტიკული რეფორმის მაღალი ტემპის გამო ევროკავშირის მხრიდან დადებით შეფასებას ვიმსახურებთ," - განაცხადა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა რეფორმის ცალკეული ეტაპები, მათ შორის, ახალი კანონმდებლობა, ქსელური საქმიანობისა და მიწოდების სერვისის განცალკევება სხვადასხვა კომპანიებში, რაც მეტი გარანტიაა მომხმარებლისთვის, რომ შეუფერხებლად და სამართლიანი თამაშის წესების დაცვით მიიღებს ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს.

მინისტრის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს ბაზრის ლიბერალიზაცია და დერეგულაცია.

„ეს იმას ნიშნავს, რომ მსხვილი და საშუალო ზომის კომპანიები გადიან თავისუფალ ბაზარზე, სადაც თავისუფალი ფასწარმოქმნით ენერგეტიკულ ბირჟაზე შეიძენენ ელექტროენერგიას, ხოლო მოსახლეობა და მცირე ბიზნესი კვლავაც რეგულირებადი სფერო რჩება და ეს იქნება ჩვენი ძირითადი ზრუნვის საგანი," - განაცხადა ნათია თურნავამ.


„ძალიან კმაყოფილები ვართ მიღწეული პროგრესითა და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით. ჩვენ ვხედავთ, რომ რეფორმირების პროცესი წინ მიიწევს ყველა მიმართულებით, მათ შორის რეგულაციების, ლიბერალიზაციის, ბაზრის განვითარების კუთხით," - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებას.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მინისტრთან. ვისაუბრეთ ენერგო სექტორში რეფორმების განხორციელების შესახებ. საქართველო კოვიდ-ის შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით მიემართება ევროკავშირისკენ და ევროკავშირის სისტემებთან ჰარმონიზაციისკენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პირობებში ევროკავშირის კომისიის მხარდაჭერა ენერგოსექტორში რეფორმების გასაგრძელებლად და ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, მაქსიმალურად დავეხმაროთ საქართველოს, რომელიც თავადაც ასე მონდომებულია და მცდელობას არ აკლებს რეფორმების გატარებას," - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა