logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: მზადდება ტურიზმის განვითარების კომპლექსური სტრატეგია, რომელიც ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნას ითვალისწინებს
ნათია თურნავა: მზადდება ტურიზმის განვითარების კომპლექსური სტრატეგია, რომელიც ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნას ითვალისწინებს
17:37 06.07.2021
ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი სამთავრობო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეტალურად ისაუბრა. ნათია თურნავას ინფორმაციით, მზადდება ტურიზმის განვითარების კომპლექსური სტრატეგია, რომელიც ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნას ითვალისწინებს.

„მიუხედავად იმ დიდი დარტყმისა, რაც პანდემიამ ტურიზმს მიაყენა, თქვენ ხედავთ, რომ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ტურიზმის აღდგენის კარგი მაჩვენებლები გვაქვს და ჩვენი სამიზნე მაჩვენებელებია - 2025 წელს სულ მცირე 4,240,000,000 დოლარზე მეტი შემოსავალი შემოვიდეს ტურიზმიდან. 2019 წელს ეს მაჩვენებელი იყო 3,268,654, 058 დოლარი და ეს იყო რეკორდული წელი. ხოლო 2030 წელს ვფიქრობთ, ეს რეკორდული მაჩვენებელი გავაორმაგოთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, 2025 წელს საქართველო უმასპინძლებს 10 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს, ხოლო 2030 წლისთვის კი საქართველოს სულ მცირე 13-14 მლნ ტურისტი ესტუმრება. როგორც ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, ეს ნიშნავს რეგიონულ განვითარებას, რადგან ტურისტული ობიექტების უმრავლესობა სწორედ რეგიონებში განვითარდება.

რაც შეეხება ტურიზმის განვითარების კომპლექსურ სტრატეგიას, რომელზეც ნათია თურნავას უწყება მუშაობს - მინისტრის განცხადებით, სტრატეგია შედგება რამდენიმე მიმართულებისგან, მათ შორისაა მსხვილი ტურისტული პროექტები. მათი კონცეფცია ორიენტირებული იქნება ისეთი ტურისტული პროექტების განხორციელებაზე, სადაც საქართველოს აქვს მსოფლიოში უნიკალური უპირატესობა.

მისი ინფორმაციით, ტურიზმის სტრატეგიის მეორე, ტრადიციული მიმართულება საქართველოს კურორტების განვითარებაა. ნათია თურნავას თქმით, აქ საუბარია არამხოლოდ მსხვილ, ცნობილ კურორტებზე, სადაც უამრავი რამ კეთდება და დაგეგმილია უახლოეს პერიოდში, არამედ შედარებით მივიწყებულ კურორტებზე, რომლებიც თავის დროზე საკმაოდ მოთხოვნადი იყო და ახლა საჭიროა მათი პოტენციალის რეალიზება.

მესამე მნიშვნელოვან მიმართულებად ნათია თურნავა „მცირე სასახლეებს" ასახელებს.

„როდესაც ამაზე დავიწყეთ მუშაობა, აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად, ყველა მუნიციპალიტეტში არის ასეთი საინტერესო ობიექტი და პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ მოვთხოვეთ ჩვენს მუნიციპალიტეტებს, გუბერნატორებს, თვითმმართველობებს, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ ტერიტორიაზე არსებულ მსგავს ღირშესანიშნაობებზე. ეს იქნება ჩვენი შემდგომი მუშაობის საგანი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა