logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში სულ მცირე 3 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება
ნათია თურნავა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში სულ მცირე 3 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება
17:23 06.07.2021
"სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ჩვენი ერთ-ერთო საკვანძო დარგი. ამ სფეროში, სულ მცირე, 3 მლრდ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. პირველ რიგში, ესაა საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენი შავი ზღვის სანაპირო არის კარიბჭე, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს. ამ მიმართულებით დღეს სამი დიდი პროექტი მიმდინარეობს. ესაა ფოთის პორტის გაფართოება, „პეისის" სატერმინალო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც აშშ - ის თანადაფინანსებით ხორციელდება და ანაკლიის პროექტი, რომელიც ჩვენი პრიორიტეტია. სულ მალე ძველი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გადახედვის პროცესი დასრულდება და ჩამოვყალიბდებით, როგორი სტრუქტურით გავხადოთ ეს პროექტი უფრო მეტად მიმზიდველი ინვესტორებთან სასაუბროდ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის განვითარების ათწლიანი ხედვის პრეზენტაციისას.

მინისტრმა ასევე ისაუბრა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობასა და ახალქალაქში სარკინიგზო სადგურის მშენებლობის დასრულებაზე, რომელიც ახალი სარკინიგზო მიმართულების - ბაქო - თბილისი - ყარსის საკვანძო პუნქტია. ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობა წარმატებით ავითარებს თბილისის მახლობლად ე.წ. მშრალი პორტების ქსელს და ამ მიმართულებით პირველი წარმატებული პროექტები უკვე ხორციელდება.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, შეეხებოდა ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტს, სადაც მგზავრთა გამტარუნარიანობა გაოთხმაგდა. მისი თქმით, კოპიტნარში ასევე მიმდინარეობს კარგო ტერმინალის განვითარება, რომელიც ტვირთებს მოემსახურება.

ტრანსპორტის სექტორზე საუბრისას, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარებაზე, კერძოდ, ისაუბრა საბორნე - საფიდერო მიმოსვლაზე საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების პორტებს შორის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა