logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: უახლოეს 5 წელიწადში 50 სხვადასხვა დარგში პროდუქციის წარმოებით ექსპორტის მოცულობას გავაორმაგებთ, სულ მცირე 20%-ით კი თვითუზრუნველყოფის დონეს გავზრდით
ნათია თურნავა: უახლოეს 5 წელიწადში 50 სხვადასხვა დარგში პროდუქციის წარმოებით ექსპორტის მოცულობას გავაორმაგებთ, სულ მცირე 20%-ით კი თვითუზრუნველყოფის დონეს გავზრდით
16:55 06.07.2021
„როგორ ვაპირებთ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი - პირველ რიგში, ეს არის, რა თქმა უნდა, ადგილობრივი წარმოების და ექსპორტის განვითარება. ადგილობრივი წარმოება, ქართული ბიზნესი არის ჩვენი ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი", - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შესახებ „ეკონომიკა - 2030" გამართულ პრეზენტაციაზე.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლებში ბევრი რამ გააკეთა ადგილობრივი ბაზრის გაფართოების მიმართულებით. ეკონომიკის მინისტრმა ამ კონტექსტში აქცენტი გააკეთა ქართული წარმოების პროდუქციისთვის საერთაშორისო ხელმისაწვდომობის საჭიროებასა და ამ მხრივ მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოზე.

„ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ბოლო წლებში იმისთვის, რომ ჩვენი მცირე ბაზარი ხელოვნურად გაგვეფართოვებინა და მეტი გასაქანი მიგვეცა ადგილობრივი მეწარმეებისა და ექსპორტიორებისთვის. დღეს საქართველოს 46 ქვეყანასთან აქვს თავისუფალი, უბაჟო ვაჭრობის შესაძლებლობა, ეს არის მსოფლიოს მომხმარებლების დაახლოებით 30%. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ ქვეყნებთან - დიდ ბრიტანეთთან, სამხრეთ კორეასთან, ყურის ქვეყნებთან, ასევე ინდოეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ 2025 წელს გვქონდეს უკვე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 51 ქვეყანასთან, 2030 წელს სულ მცირე 57 ქვეყანასთან და ეს იქნება მსოფლიო მოსახლეობის 72%", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, შედეგად ადგილობრივი, ქართული წარმოება იქნება გლობალურად მეტად კონკურენტუნარიანი არამარტო საექსპორტო ბაზრებზე, არამედ ჩვენს შიდა ბაზარზეც ბევრი მიმართულებით გამოდევნის და ჩაანაცვლებს იმპორტს. ამასთან, მისი თქმით, მაღალია თვითუზრუნველყოფის გაზრდის და იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი ბევრი არასასურსათო წარმოების მიხედვით.

„შესაძლებლობა გვაქვს და დავისახეთ კონკრეტული ამოცანა, რომ ისეთი პროდუქციის მიხედვით, როგორიცაა კერამიკა და მოსაპირკეთებელი მასალები, ზოგადად ადგილობრივი წარმოების საშენი მასალები დღევანდელი ვითარება, როცა ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მხოლოდ 5% გვაქვს, უახლოეს 5 წელიწადში გავზარდოთ 6-ჯერ და ადგილობრივ ბაზარზე სულ მცირე 30% იყოს ადგილობრივი წარმოება. ლაკ-საღებავები, ელექტროსადენები, ხის მასალები, პლასტმასი, ავეჯი, ლითონის მასალა, ფარმაცევტული პროდუქცია... ჯამში, სულ მცირე, უახლოეს 5 წელიწადში ვფიქრობთ, რომ 50 სხვადასხვა დარგის პროდუქციის წარმოების მიხედვით გავაორმაგებთ ექსპორტის მოცულობას და ასევე სულ მცირე 20%-ით გავზრდით თვითუზრუნველყოფის დონეს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა