logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი დოკუმენტი მოიცავს სულ მცირე თორმეტ მსხვილ მიმართულებას, დაწყებული ეკონომიკის განვითარების ჩარჩო-სტრატეგიით, დასრულებული თითოეულ საკვანძო დარგში განვითარების კონკრეტული პოლიტიკით
ნათია თურნავა: ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი დოკუმენტი მოიცავს სულ მცირე თორმეტ მსხვილ მიმართულებას, დაწყებული ეკონომიკის განვითარების ჩარჩო-სტრატეგიით, დასრულებული თითოეულ საკვანძო დარგში განვითარების კონკრეტული პოლიტიკით
12:55 06.07.2021
„ჩვენი მთავარი ამოცანა უახლოეს და საშუალოვადიან პერიოდში იქნება ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპების შენარჩუნება, ისევე, როგორც მაკროეკონომიკური სტაბილური გარემო და გარემოს განჭვრეტადობა ჩვენი ბიზნესისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შესახებ „ეკონომიკა - 2030" გამართულ პრეზენტაციაზე.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 10-წლიანი სამთავრობო გეგმის ფარგლებში შემუშავებული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია ბიოლის ველნეს კურორტზე გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე დაესწრნენ პარლამენტარები, საქართველოს ბიზნეს გაერთიანებების, საქართველოს აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


ნათია თურნავას ინფორმაციით, თავად დოკუმენტი მოიცავს სულ მცირე თორმეტ მსხვილ მიმართულებას, დაწყებული ეკონომიკის განვითარების ჩარჩო-სტრატეგიით, მცირე ბიზნესის გაძლიერებით, ინვესტიციების მოზიდვით, დასრულებული თითოეულ საკვანძო დარგში განვითარების კონკრეტული პოლიტიკით და რაოდენობრივი მაჩვენებლებით, რომლებსაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს 2025 და შემდგომ უკვე 2030 წელს.
„ბოლო წლებში, 2019 წლის ჩათვლით, ვიდრე ჩვენ დავდგებოდით გლობალური გამოწვევის, პანდემიის წინაშე, ეკონომიკური ზრდა ხასიათდებოდა საკმაოდ მაღალი დონით, აღმავალი ტენდენციით. ჩვენ მოვიპოვეთ რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ლიდერის სტატუსი და რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი მიზანმიმართული, ეკონომიკის წამახალისებელი პოლიტიკის შედეგი, პირველ რიგში იმის შედეგი, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი თავისუფალია თავის არჩევანში და ჩვენ ახლა რეალურად ვავითარებთ კერძო ბიზნესის ინიციატივაზე დამყარებულ ეკონომიკას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის პროგრამები, რასაც ჩვენ ვახორციელებდით და დღემდე ვახორციელებთ მცირე ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების, ექსპორტის წახალისების მიმართულებით", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა.


ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარების სიკეთეები ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეეხოს, რისთვისაც საჭიროა ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა