logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ლაშა ხუციშვილი: ფინანსთა სამინისტრო 2021 წელს მშპ-ს პროგნოზს 7,7%-მდე ზრდის
ლაშა ხუციშვილი: ფინანსთა სამინისტრო 2021 წელს მშპ-ს პროგნოზს 7,7%-მდე ზრდის
11:54 05.07.2021
"მაისის და ივნისის მაჩვენებლების გათვალისწინებით, 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,7%-ს, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მლრდ ლარს შეადგენს" - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა, სადაც მან 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარადგინა.


როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტის ცვლილებები მიმართულია სამი ძირითადი მიზნის მიღწევაზე. ესენია დეფიციტის შემცირება, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა, ასევე COVID-19-ის მართვა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები.


მისი თქმით, ბიუჯეტში მომზადებული ცვლილებების მიხედვით, საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი მცირდება მშპ-ს 6,9%-მდე, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 54,6 პროცენტამდე.


„იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის თავდაპირველი ბიუჯეტი ძირითადად ანტიკრიზისული ღონისძიებების დაფინანსებაზე იყო ორიენტირებული, წარმოდგენილი ცვლილებებით, გათვალისწინებულია ეკონომიკის აღდგენის ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსების გაზრდა. ბიუჯეტის ცვლილებები ითვალისწინებს, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ზრდას, ასევე სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მწარმოებლური სექტორის ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსებას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


მისი ინფორმაციით, ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში დამატებითი თანხებია გათვალისწინებული ინფიცირებულთა მკურნალობის, ვაქცინაციის და ზოგადად პანდემიის მართვისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად.


„აღნიშნული პარამეტრები დაფუძნებულია ეკონომიკის განვითარების საბაზისო სცენარზე (მშპ ზრდა 7,7%), თუმცა ბიუჯეტთან ერთად წარმოდგენილია ოპტიმისტური სცენარიც, რომლის რეალიზების ალბათობაც საკმაოდ მაღალია. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა გადააჭარბებს 10%-ს და ნომინალურ გამოხატულებაში 58,8 მლრდ ლარს მიაღწევს. ამავდროულად, კიდევ უფრო შემცირდება ბიუჯეტის დეფიციტი და ვალის მაჩვენებელი მშპ-სთან. კერძოდ, ბიუჯეტის დეფიციტი იქნება მშპ-ს 6,2%-ის, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ს 53,1%-ის ფარგლებში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა