logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამის პირველ პლენარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ლევან დავითაშვილმა ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამის პირველ პლენარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
10:50 02.07.2021
ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამის პირველ პლენარულ შეხვედრაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მიიღეს.

შეხვედრაზე, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ცირკულარული ეკონომიკის შეფასების სამუშაო ჯგუფის წევრებმა საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის შეფასების ასპექტები და გამოწვევები განიხილეს.

„საქართველომ დაისახა ძალიან ამბიციური გეგმა - შექმნას ცირკულარული ეკონომიკის განვითარების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. მიმდინარეობს სამიზნე ინდიკატორების განსაზღვრა. ჩვენი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკაში, ნარჩენების მართვის ახალი კოდექსი ითვალისწინებს ცირკულარულობის პირველ ნაბიჯებს. კოდექსის პარალელურად, დავნერგეთ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ახალი პრინციპები, მივიღეთ რამდენიმე რეგლამენტი, რათა ნარჩენების ცირკულარულობას შევუწყოთ ხელი, რომ მოხდეს ნედლეულის პრევენცია, ამოღება და გადამუშავება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეფასების პროგრამა შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მომზადდა; მისი მიზანი ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე დაინტერესებულ მხარეთა ცნობიერების გაზრდაა. პროგრამა ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების სხვადასხვა ჯგუფისათვის, საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისათვის რეკომენდაციების გაცემას, თუ როგორ დაჩქარდეს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დონეზე.

პლენარული შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ მიერ, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კომპონენტის „ცირკულარული ეკონომიკის შეფასება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: სბმკ „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.
შეხვედრას განვითარების თანამშრომლობის სა
აგენტოს ხელმძღვანელი ერიკ ილესი, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი და დამოუკიდებელი ექსპერტი დარიუშ ედვარდ პრასეკი, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარე და პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მენეჯერი მარიამ ქიმერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სტრუქტურებისა და კერძო სექტორის წარმომადგნელები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა