logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია მეტი ადგილობრივი წარმოება, სიღარიბის დაძლევა, განვითარებული რეგიონები, ძლიერი სოფელი, ძლიერი საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია მეტი ადგილობრივი წარმოება, სიღარიბის დაძლევა, განვითარებული რეგიონები, ძლიერი სოფელი, ძლიერი საქართველო
21:31 01.07.2021
ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია: მეტი ადგილობრივი წარმოება, სიღარიბის დაძლევა, განვითარებული რეგიონები, ძლიერი სოფელი, ძლიერი საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030"-თან დაკავშირებით, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, 2030 წლისთვის მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარი იქნება.

„მთავრობის ათწლიანი სტრატეგიის ფარგლებში, თემატური განხილვები დავიწყეთ. დღეს მოვისმინეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეგმები.

ჩვენი ხედვით, 2030 წლისთვის მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარი იქნება.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა იზრდება.

უკვე წელს, დავიწყებთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის პროგრამას, რომელსაც 50 მილიონი ლარით დავაფინანსებთ.

10-წლიანი გეგმის ფარგლებში, დაგეგმილია 1,7 მილიარდი ლარის ინვესტირება.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი 3 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, ღვინის ექსპორტიდან შემოსული შემოსავლები 1 მილიარდ დოლარს შეადგენს", - წერს პრემიერ მინისტრი.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 500 ათას ჰექტრამდე გაიზრდება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურებით დაფარული მიწის ფართობი. უზრუნველყოფილი იქნება 3,7 მლნ ტონამდე წარმოება, მათ შორის, 600 000 ტონა ყურძენი.

„500 ჰექტარზე შეიქმნება სასათბურე მეურნეობა. თანადაფინანსების სახით, 124 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

50 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე ხეხილის ბაღები და 15 ათას ჰექტარზე მეტი ვენახი გაშენდება.

თანადაფინანსების სახით, 340 მლნ ლარამდე გაიცემა.

400-მდე თანამედროვე ტიპის მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმის შესაქმნელად, 560 მლნ ლარის ოდენობით ჯამური ინვესტიცია განხორციელდება.

2030 წელს, წყალუზრუნველყოფილი იქნება 227 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, თითქმის მთლიანად აღდგება სამელიორაციო სისტემა, რაშიც 1 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

დაინერგება საუკეთესო ევროპული ტექნოლოგიები ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების შესამცირებლად.

დაცული ტერიტორიების ფართობი 1 მლნ ჰა-მდე გაიზრდება და ქვეყნის მთელი ტერიტორიის 17%-ს მიაღწევს.

საქართველო უფრო მეტად თვითუზრუნველყოფილი უნდა გახდეს.

ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია: მეტი ადგილობრივი წარმოება, სიღარიბის დაძლევა, განვითარებული რეგიონები, ძლიერი სოფელი, ძლიერი საქართველო", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა