logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ეკონომიკის აღდგენის პროცესი აღმავალი ტემპით მიმდინარეობს
ნათია თურნავა: ეკონომიკის აღდგენის პროცესი აღმავალი ტემპით მიმდინარეობს
16:40 30.06.2021
"მარტიდან მოყოლებული ეკონომიკის აღდგენის პროცესი აღმავალი ტემპით მიმდინარეობს და ამას მოწმობს მაისის მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელმაც 25,8% შეადგინა" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქსტატის მიერ მაისის ეკონომიკური ზრდის მონაცემების გამოქვეყნების შეფასებისას განაცხადა.


მინისტრის თქმით, ბოლო თვეებია ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მართლაც უპრეცედენტო ორნიშნა ზრდა გვიფიქსრდება.


„ამ ზრდის ძირითადი მამოძრავებელი პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიაში არსებული პოზიტიური დინამიკაა. თუმცა, ძირითადი მაინც ტურიზმი, განთავსების და რესტორნების ინდუსტრია, საბითუმო და საცალო ვაჭრობაა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის გადამამუშავებელი ინდუსტრია, წარმოება, რომელმაც ძალიან მაღალი კონკურენტუნარიანობა შეიძინა. ძალიან გვახარებს ეს ტემპი, ვინაიდან ეს არის რეალური მწარმოებელი ეკონომიკის ნაწილი, სადაც დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ზრდა არის არა მხოლოდ 2020 წლის მაისთან შედარებით, რომელიც მართლაც დაბალ ნიშნულზე იყო პანდემიის გამო, არამედ თუ შევადარებთ 2019 წლის მაისს, როდესაც ეკონომიკა იყო საკმაოდ მაღალ ნიშნულზე, იმასთან შედარებითაც კი, წლევანდელი მაისის მონაცემით, ეკონომიკური ზრდა თითქმის 9%-ით არის მომატებული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


შეგახსენებთ, რომ მარტში პანდემიით გამოწვეული რეცესიის ერთწლიანი პერიოდის შემდგომ, ეკონომიკური აქტივობის დონის ცვლილების რეალური მაჩვენებელი პირველად იყო დადებითი და 4.0 პროცენტს უტოლდებოდა, ხოლო აპრილში უპრეცენდენტო, 44.8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.


შესაბამისად, მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ფონზე იანვარ-მაისის კუმულატიური ზრდის ტემპმა 11.5 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ იანვარ-მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მაღალია და აჭარბებს როგორც მთავრობის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა