logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: გასტრონომიული სექტორის განვითარება ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და წარმოების სტიმულირებასთან მჭიდრო კავშირშია
ლევან დავითაშვილი: გასტრონომიული სექტორის განვითარება ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და წარმოების სტიმულირებასთან მჭიდრო კავშირშია
13:30 30.06.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის წარმომადგენლებს, მსოფლიო პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატის ,,ბოკუზ დორ“ საქართველოს ბორდის წევრებსა და წამყვან შეფ-მზარეულებს შეხვდა.

შეხვედრაზე „ბოკუზ დორ - საქართველოს“ 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს და სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებაში აღნიშნული ჩემპიონატის და ზოგადად, გასტრონომიის როლზე იმსჯელეს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებისა და ავთენტური პროდუქტების წარმოჩენა-პოპულარიზაციის კუთხით, სარესტორნო სექტორის და განსაკუთრებით, შეფ-მზარეულების როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია.

„ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია პოპულარიზებას საჭიროებს. მისი სწორად წარმოჩენა, რეგიონულ დონეზე განსხვავებული სამზარეულოს სპეციფიკების მომხმარებლამდე მიტანა შეფ-მზარეულების მხარდაჭერით უნდა მოხდეს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ არაერთ უწყებასთან გასტრონომიული სექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის, რადგან ეს მჭიდრო კავშირშია ქართული პროდუქტების პოპულარიზაციასთან, წარმოების სტიმულირების, სოფლის, აგროსექტორის და, რაც მთავარია, ღვინის სექტორის განვითარებასთან. ქვეყნებში, სადაც ქართული გასტრონომიის ელემენტები უკვე არსებობს, ქართული ღვინის ცნობადობა და პოპულარობა უფროდიდია,რაცქართული ღვინის სექტორის პროდუქციას რეალიზების დამატებითშესაძლებლობას აძლევს. შეიძლება ითქვას, რომ კულინარია კულტურული დიპლომატიის ნაწილიცაა. ჩვენ ერთობლივად უნდა შევძლოთ მისი გამოყენებით ქართული პროდუქციის წარმოჩენა-წახალისება როგორც შიდა ბაზარზე, ადგილობრივ მომხმარებლებში, ასევე საერთაშორისო დონეზე, ჩვენი ქვეყნის ვიზიტორებში. იმედი მაქვს, საქართველოში სარესტორნო სექტორი სწრაფად აღდგება და განვითარდება. თანამშრომლობით და სწორი კომუნიკაციით, ჩვენ შევძლებთ, ქართული კულინარიის და ზოგადად, გასტრონომიული კულტურის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას და ქართველი შეფების მხარდაჭერას, რაც, საბოლოოდ, ჩვენმთავარ მიზანს, დარგის განვითარებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლისფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ ხარისხის ნიშნის მიხედვით ნიშანდებული, საქართველოში წარმოებული სურსათის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და მომხმარებელთა ნდობის ამაღლების მიმართულებით, ასევე, პროდუქციის ბრენდინგის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის, მისი დაცვის სამართლებრივი და ინსტიტუციონალური მექანიზმების სრულყოფის კუთხით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა