logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: საქართველოში ვითარდება რამდენიმე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კინოს პავილიონების განვითარებას, მათ შორის, ჰოლივუდის ფილმებისთვის
ნათია თურნავა: საქართველოში ვითარდება რამდენიმე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კინოს პავილიონების განვითარებას, მათ შორის, ჰოლივუდის ფილმებისთვის
15:46 29.06.2021
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" ცვლილება შედის.

საუბარია კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტზე, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობასა და უცხოური კინოწარმოების მოზიდვაზე. ცვლილებით მოხდება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის ახალი ეტაპის გამოცხადება განახლებული დიზაინითა და პირობებით, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივი კინოინდუსტრიის ბაზრის ზრდაზე, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, განახლებული პირობებით პროექტების მიღება უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. „პროგრამა „გადაიღე საქართველოში" ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყალიბდება არა მხოლოდ კინოპროდუქციის ერთჯერადი გადაღების წერტილად, არამედ კინოპროდუქციის მრავალჯერადი წარმოების პლატფორმად. საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროგრამის განახლებასთან ერთად საქართველოში ვითარდება რამდენიმე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კინოს პავილიონების განვითარებას, მათ შორის, ჰოლივუდის ფილმებისთვის. ეს იქნება დიდი მიღწევა, რადგან ესაა მუდმივი სამუშაო ადგილების წყარო. ეს არის ჩვენთან, საქართველოში კინოინდუსტრიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პლატფორმა და გარდა ამისა, ეს არის ტურისტების მოზიდვისთვის საუკეთესო მექანიზმი," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

პროგრამას "გადაიღე საქართველოში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა