სოფლის მეურნეობაში 500 მილიონი დოლარი იყო ექსპორტის მაჩვენებელი, 2012 წელს, როცა მოვედით ჩვენ, ეს მაჩვენებელი დღეს გაორმაგებულია,
ახლა ჩვენი მიზანია, რომ ექსპორტი გაიზარდოს 3 მილიარდ დოლარამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ათასობით ჰექტარი გაშენდა, ყველა მიმართულებით არის პროგრესი, რაც მანამდე საერთოდ არ იყო.
„რა გაგიკეთებიათ სოფლის მეურნეობაში თქვენ? გყავდათ მინისტრი, რომელიც გონზე არ იყო საერთოდ რას აკეთებდა. ტრაქტორებისთვის აიღეთ 130 მილიონი ევროს სესხი, რომელსაც ბატონი ლევან დავითაშვილი და სამინისტრო, დღემდე, წლების განმავლობაში ჩვენ ვიხდით ამათ სესხს. რეალურად, კერძო სექტორი თავისი ხარჯებით და დაფინანსებით წელიწადში 2000 ერთეულ ტექნიკას ყიდულობს თვითონ. ეს იყო საჩვენებელი, რაც იყო თქვენი სტილი. ფასადური პოლიტიკის სტილი. კლასიკური მაგალითი იყო.
სოფლის მეურნეობაში 500 მილიონი დოლარი იყო ექსპორტის მაჩვენებელი, 2012 წელს, როცა მოვედით ჩვენ. გაორმაგებულია ეს მაჩვენებელი დღეს. ახლა ჩვენი მიზანია, რომ ექსპორტი გაიზარდოს 3 მილიარდ დოლარამდე, თავისი კონკრეტული გეგმით და ხედვით გვაქვს დალაგებული. ათასობით ჰექტარი გაშენდა, მხოლოდ მარტო ვენახები, ხეხილის ბაღები, ბოსტნეული. ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი, რაც მანამდე საერთოდ არ იყო. საერთოდ არ აქცევდით თქვენ ყურადღებას. ბოლო წელს, 2012 წელს, როცა ნახეთ, რომ პრაქტიკულად ჩამოშლილი იყავით და მოსახლეობის მხარდაჭერა დაკარგეთ, იმიტომ რომ იმდენად ბრუტარული საშიში ძალა გახდით.
ყურძენი 30 თეთრი ღირდა. ბოლოს თქვენ თქვით ლარი იმიტომ რომ გეშინოდათ ივანიშვილის, იმიტომ რომ ჩვენი დაპირება იყო ლარი. თქვენ აშინებდით ფინანსური პოლიციის, კუდის მეშვეობით გლეხებს, ფერმერებს რომ არ აეღოთ მოსავალი. იმიტომ რომ არ ჩაგებარებინათ, უკრძალავდით და ახმობინებდით ყურძენს. იმედი მაქვს, რომ გვისმენს კახელი მოსახლეობა. მათ კარგად ახსოვთ თქვენი ის მძიმე წლები. ვენახების გაჩეხვა არის თქვენი დაწყებული. ჩვენ დროს ყურძენი ღირს ლარი, 1,5 და 2 ლარი, რაჭაში 7-8 ლარი, აი ეს არის ჩვენი დამსახურება. როგორ განვითარდა ექსპორტი და განვითარდა მეღვინეობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.