logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გენადი არველაძე : კორეის რესპუბლიკა საქართველოსთვის ერთერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელთანაც ინვესტიციების მოზიდვის კუთხით უდიდესი პოტენციალი არსებობს
გენადი არველაძე : კორეის რესპუბლიკა საქართველოსთვის ერთერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელთანაც ინვესტიციების მოზიდვის კუთხით უდიდესი პოტენციალი არსებობს
15:27 25.06.2021
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის24-25 ივნისს, ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების პირველი ოფიციალური რაუნდი გაიმართა, რომელიც ვიდეო-კონფერენციის ფორმატში ჩატარდა.

საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა გუნდს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

მხარეებს შორის პირველადი კონსულტაციები საინვესტიციო შეთანხმებასთან დაკავშირებით სეულში, 2019 წლის დეკემბერში გაიმართა.


„კორეის რესპუბლიკა არის ჩვენთვის ერთერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელთანაც უდიდესი პოტენციალი არსებობს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.


ამასთან, აღსანიშნავია ბოლო წლებში კორეელი ინვესტორების მხრიდან საქართველოთი სულ უფრო მზარდი დაინტერესება, მათ შორის ენერგეტიკის სფეროთი.


ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმება, რომელიც ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის, ხელს შეუწყობს კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებასა და ორივე სახელმწიფოს კეთილდღეობას, ხელშემკველ მხარეთა ეკონომიკურ განვითარებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობასა და ცხოვრების დონის ამაღლებას" - განაცხადი მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა დავის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებასა და ინვესტიციების სფეროში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.


სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან პირველი ინვესტიცია განხორციელდა 1997 წელს, მას შემდეგ, 2020 წლის ჩათვლით, საერთო ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 204.32 მლნ.
აშშ დოლარი, მათ შორის 2016-2020 წწ. 123.79 მლნ. აშშ დოლარი.

საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა შორის არიან საქართველოს საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა