logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: იაპონური კომპანიების ინტერესი საქართველოში იზრდება და ასევე ზრდადია მათი ინვესტიციები საქართველოში
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: იაპონური კომპანიების ინტერესი საქართველოში იზრდება და ასევე ზრდადია მათი ინვესტიციები საქართველოში
14:33 25.06.2021
23 ივნისს იაპონიის მთავრობამ ოფიციალურად შეატყობინა საქართველოს მთავრობას, რომ დასრულდა „იაპონიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ" შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდა პროცედურები.

შეთანხმებას ხელი მოეწერა 2021 წლის 29 იანვარს და ის 2021 წლის 23 ივლისს ამოქმედდება.

შეთანხმებაში განსაზღვრულია იაპონიას და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის ყოვლისმომცველი და დეტალური წესები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ რელიზში გაკეთებული შეფასება შეთანხმების შესახებ.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რელიზის თანახმად, საქართველო აზიისა და ევროპის ერთგვარი დამაკავშირებელია. „ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა აქტიურად მუშაობს, რათა გახდეს ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში. ასევე მიმდინარეობდა საქმიანობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. საერთაშორისო საზოგადოება დადებითად აფასებს იმ ხელსაყრელ ბიზნეს კლიმატს, რაც ქვეყანაშია შექმნილი. შესაბამისად, იაპონური კომპანიების ინტერესი საქართველოში იზრდება და ასევე ზრდადია მათი ინვესტიციები საქართველოში. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ორმხრივი ინვესტიციების შემდგომ განვითარებას," - ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ რელიზში.

„ჩვენ ღია ვართ იაპონური კაპიტალისთვის. საქართველო, ხელსაყრელი გეოგრაფიული განლაგებით, ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობითა და მსოფლიოს მსხვილ ბაზრებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, მიმზიდველია იაპონური ინვესტიციებისთვის. შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს საქართველოსა და იაპონიას შორის საქმიანი წრეების დაახლოების, ერთობლივი ბიზნეს პროექტების განხორციელებისა და საქართველოს ბაზარზე იაპონური კაპიტალის შემოსვლის პროცესს," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო და გაიმართა მოლაპარაკების ექვსი რაუნდი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა