logo2
logo2
არქივი
« მარტი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ბალავარი ჯგუფი“ რეგიონებში კიდევ 3 სკოლას ააშენებს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ბალავარი ჯგუფი“ რეგიონებში კიდევ 3 სკოლას ააშენებს
14:01 24.06.2021
საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის ფარგლებში პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს.

ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „ბალავარი ჯგუფი“ აქტიურად აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო პროექტების განხორციელებას. ახლახან ჯგუფმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქუთლიარის, შულავერისა და კასუმლოს საჯარო სკოლების მშენებლობა დაასრულა. მალე კომპანია კიდევ 3 ლოკაციაზე, კერძოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისსა და ყიზილაჯლოში, და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩიში დაასრულებს სკოლების რეაბილიტაციას. პროექტის ჯამური ღირებულება 16,5 მლნ. ლარს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ შენობები ენერგო ეფექტურია და სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებებისთვის. გარდა ამისა, სკოლები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიის სახანძრო სისტემებით და ტერიტორიაზე განთავსებულია როგორც შიდა საკონცერტო დარბაზები, ასევე გარე სპორტული მოედნები და ვენტილირებადი სპორტული დარბაზები.

ჯგუფი 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და უკვე წარმატებით აქვს დასრულებული 15-ზე მეტი პროექტი, მათ შორის დეველოპერული პროექტები მუხიანში, სამგორსა და ვაზისუბანში.

„უკვე 5 წელია „ბალავარი ჯგუფი“ საქართველოს ბანკთან პარტნიორობს, ამ დროის განმავლობაში კი ჩვენ შევძელით როგორც დეველოპერული, ასევე არაერთი სამშენებლო პროექტის განხორციელება. ბანკის მხარდაჭერით ჩვენ ვაგრძელებთ როგორც სკოლების სარეაბილიტაციო, ასევე დეველოპერულ პროექტებს, კერძოდ, ვაზისუბანში და გობრონიძის ქუჩაზე მიმდინარე 3 კორპუსის მშენებლობას. სამომავლოდ კი „ბალავარი ჯგუფი“ ლისზეც გეგმავს სამშენებლო პროექტებს“, - აცხადებს გეგა ტოფაძე, ბალავარი ჯგუფის გენერალური დირექტორი

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, კვლავ აგრძელებს ეკომონიკურად გამართული ბიზნეს-პროექტების მხარდაჭერას. „ბალავარი ჯგუფის“ და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში უკვე დასრულდა არაერთი დეველოპერული თუ სკოლის სარეაბილიტაციო პროექტი. ჩვენ ვაგრძელებთ მდგრადი ბიზნესის გაძლიერებას, რათა ერთად შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაზე“,- განაცხადა ვალერი ნარსიამ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ.

კომპანიის შესახებ:
,,ბალავარი ჰოლდინგი” არის სრული მომსახურების საკონტრაქტო კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ყველა სახის სამშენებლო პროექტში: მათ შორის - საცხოვრებელი და კომერციული, დიდი და მცირე სამშენებლო პროექტები. კომპანიას გააჩნია მშენებლობის ყველა ფაზის მართვის მდიდარი გამოცდილება და ძირითადი ქვეკონტრაქტორებისა და კონსულტანტების ძლიერი გუნდი, შენობების სტრუქტურული ანგარიში, სამშენებლო სამუშაოების შესრულება, პროექტის განვითარება, ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი, სარემონტო სამუშაოების შესრულება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა