logo2
logo2
არქივი
« მარტი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გენადი არველაძე: თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდას ხელს შეუწყობს
გენადი არველაძე: თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდას ხელს შეუწყობს
11:51 24.06.2021
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის მე-12 შეხვედრა ჩატარდა, რომლის დროსაც გაიმართა მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, თურქეთის დელეგაციას კი - ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მუსტაფა თუზჯუ.

მოლაპარაკების ფარგლებში, მხარეებმა საქართველო - თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაცია და აღნიშნულ დოკუმენტში მომსახურებით ვაჭრობის დამატების შესაძლებლობა განიხილეს. მხარეებმა გაცვალეს ლიბერალიზაციის მოთხოვნები და შეთავაზებები, ასევე განიხილეს ტრანსპორტის სფეროში მომსახურების დანართის ტექსტი.

გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანით, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტარიფების შემდგომი ლიბერალიზება, გაზრდის საქართველოს ექსპორტს თურქეთში და ხელს შეუწყობს ქართველ მწარმოებლებს, საკუთარი წარმოების აგროპროდუქცია თურქეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს. მისი თქმით, თურქეთის მხარესთან კონსულტაციის პროცესი აღნიშნულ საკითხზე წარმატებით მიმდინარეობს.

მოლაპარაკებების მსვლელობისას, ხაზი გაესვა საქართველოს, თურქეთს და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების მნიშვნელობას. თურქულმა მხარემ აღნიშნა, რომ კუმულაციის დროულად ამოქმედების მიზნით ევროკავშირს შესაბამის ინფორმაციას მიმდინარე წლის პირველ ივლისამდე მიაწვდის.

დასასრულს, მხარეთა გადაწყვეტილებით, კომიტეტის შემდგომი შეხვედრა თბილისში 2021 წლის ბოლოს გაიმართება, მანამდე კი კონსულტაციები ექსპერტების დონეზე ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა