logo2
logo2
არქივი
« მარტი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა ბექაური: MVNO-ს არსებობის პირობებში იქმნება მრავალფეროვანი პროდუქტები და იზრდება ხელმისაწვდომობა, ასე მოხდა მსოფლიოს ყველა განვითარებულ ბაზარზე
კახა ბექაური: MVNO-ს არსებობის პირობებში იქმნება მრავალფეროვანი პროდუქტები და იზრდება ხელმისაწვდომობა, ასე მოხდა მსოფლიოს ყველა განვითარებულ ბაზარზე
18:03 23.06.2021
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, აცხადებს, რომ MVNO კომპანიებს ტელეკომ ბაზრის შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი, არც ერთ ქვეყანაში არ უკავიათ, თუმცა, ისინი ზრდიან კონკურენციას ნიშურ სერვისებზე და ტელეკომ ბაზარს განვითარებაში ეხმარებიან. კახა ბექაური ამ შეფასებას საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით აკეთებს.

„MVNO ქართული „ნოუ ჰაუ“ არ არის. მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში 1300-ზე მეტი მობილური ვირტუალური ოპერატორი არსებობს, მათი საბაზრო წილი კი მსოფლიო მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის საშუალოდ 7.5%-ია. სატელეკომუნიკაციო სფეროში, ყველაზე დიდი წილი აბონენტების რაოდენობით, ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში უკავიათ. დანიაში MVNO-ები 18 წელია არსებობს, 2018-2019 წლის მონაცემებით, 50-მდე MVNO-ა და მათ აბონენტების 34%, ხოლო შემოსავლებით - 7% უკავიათ. გერმანიაში სულ 135 ვირტუალური ოპერატორია (MVNO), რომლებიც ერთად, აბონენტების მიხედვით, მობილური ტელეკომ ბაზრის მხოლოდ 20%-ს ფლობენ, ხოლო შემოსავლებით - 28%-ს. ყველაზე მეტი MVNO ამერიკის შეერთებულ შტატებშია, ჯამში 139 კომპანია და მიუხედავად იმისა, რომ MVNO-ები 17 წელია ამერიკის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შევიდნენ, მათ ბაზრის მხოლოდ 4.7% დაიკავეს“,- აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, თანამედროვე ტელეკომ ინდუსტრია დიდი ხანია მივიდა დასკვნამდე, რომ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალურ ოპერატორებს (MVNO) ისეთი სერვისების განვითარება შეუძლიათ, რომელიც დიდი კომპანიების ინტერესის სფერო არ არის.

„გამომდინარე იქიდან, რომ ვირტუალურ ოპერატორებს ქსელის შექმნაზე არ უწევთ რესურსების დახარჯვა, უფრო დიდი შესაძლებლობა აქვთ მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები შექმნან და ინდივიდუალურად დააკმაყოფილონ აბონენტის მოთხოვნები. ვირტუალურ ოპერატორს შეუძლია ძალიან კონკრეტულ, ვიწრო სამომხმარებლო ჯგუფზე ააწყოს და განავითაროს სერვისი. ესენი შეიძლება იყვნენ სტუდენტები, უფროსი კლასის მოსწავლეები, რომლებსაც აბსოლუტურად სხვა მოთხოვნები აქვთ, ვიდრე დავუშვათ - მე. ვირტუალური ოპერატორები ინოვაციური სერვისების შექმნის და შეთავაზების ხარჯზე ტელეკომ ბაზარს ზრდიან და უფრო მეტი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას აჩენენ. დამატებითი შემოსავლები, ასევე მიდის დიდ ოპერატორთან, რადგან ქსელი, როგორც უკვე გითხარით, პატარა ოპერატორს სწორედ მისგან აქვს ნაქირავები. მსოფლიომ აღიარა, რომ ეს მოდელი ორმხრივად მომგებიანია. MVNO-ს არსებობის პირობებში იქმნება მრავალფეროვანი პროდუქტები და იზრდება კონკურენცია. ასე მოხდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც სატელეკომუნიკაციო ბაზარი უფრო განვითარებულია, ვიდრე ჩვენთან. რატომ გვჭირდება MVNO და რას მოგვიტანს? მარტივი ჭეშმარიტება აქაც მუშაობს - მეტი კონკურენცია ქმნის უკეთეს ხარისხს და მრავალფეროვან მომსახურებას უკეთეს ფასად. ვირტუალური ოპერატორის შემოსვლა სწორედ ამ სიკეთეს მოიტანს მომხმარებლებისთვის“,- ამბობს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა