logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მნიშვნელოვანი ბერკეტია სახელმწიფოს ხელში, რითიც საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნას ვეხმარებით
ნათია თურნავა: 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მნიშვნელოვანი ბერკეტია სახელმწიფოს ხელში, რითიც საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნას ვეხმარებით
16:28 23.06.2021
"ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა, რომელიც მეშვიდედ გამოცხადდა, მნიშვნელოვანი ბერკეტია სახელმწიფოს ხელში, რითიც ვეხმარებით საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნას" -  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საგრანტო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.


მისივე თქმით, ქართული სტარტაპები უკვე ძალიან კონკურენტუნარიანები არიან გლობალურად და გვაქვს წარმატებული მაგალითები, სადაც ჩვენმა სტარტაპებმა სახელმწიფოს დაფინანსების შემდეგ მოიზიდეს კერძო ინვესტიცია სილიკონ ველზე, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან.


„ეს ნიშნავს, რომ ამ სფეროში გლობალურად ჩვენ უკვე ვართ მაღალ დონეზე და ძალიან მაღალკონკურენტუნარიანები. მინდა ვუსურვო წარმატება ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ჩვენს კონკურსებში და მინდა მადლობა გადავუხადო მათ მიზანსწრაფულობისთვის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დახმარებისა და საკუთარი ნიჭიერების შედეგად ქართული სტარტაპები მსოფლიო აღიარებას მოიპოვებენ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მინისტრმა ასევე მოუწოდა ქართველ ინვესტორებს, ვინც უკვე დაიწყო ინვესტირება ახალ იდეებში, სტარტაპებში უფრო მეტი ინვესტიცია გაიღონ ჩვენი მომავლის სასარგებლოდ.


„ეს არის ჩვენი მომავალი, ეს არის ისეთი ღირებული იდეები, რომელიც მოთხოვნადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამას მოწმობს თუნდაც ბოლო შემთხვევები, როცა ჩვენი სტარტაპები პოულობენ ათობით მილიონის ინვესტიციას საზღვარგარეთ. მინდა, რომ მეტმა ქართველმა ინვესტორმა დააბანდოს თანხები საქართველოს მომავალში, ახალ იდეებში, ახალ სტარტაპებში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის" (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ექვსი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 115 სტარტაპი დაფინანსდა. თითოეულ მათგანს 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა