logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ
ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ
15:34 22.06.2021

"ჩვენი მიზანია საინვესტიციო გარემო, 2019 წელთან შედარებით, კიდევ უფრო მიმზიდველი

გავხადოთ - საკუთარ მიღწევებს თავადვე ვუყენებთ ახალ გამოწვევებს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნესმედია ჰოლდინგთან fDi intelligence-თან საუბრისას განაცხადა.


მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და ცნობილმა ბიზნესმედია ჰოლდინგმა, Financial Times-ის ჯგუფის წევრმა, fDi Intelligence-მა საქართველოს შესახებ სპეციალური გამოცემა მოამზადა, რომელშიც ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო გეგმებია ასახული.
გამოცემა საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს ეხმაურება და მოიცავს როგორც მაღალი პოტენციალის მქონე სექტორების მიმოხილვას, ასევე ინტერვიუებს არსებულ ინვესტორებსა და ეკონომიკური მიმართულების წარმომადგენლებთან.


როგორც გამოცემასთან საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა.


„ჩვენთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სახსრების შემოდინების ბუნებრივი წყაროა და, ასევე, ტექნოლოგიის, ცოდნისა და კორპორატიული კულტურის გაზიარების შესაძლებლობა. კარგად გვესმის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კოვიდ-19-ის ეპოქაში გასაზრდელად, კიდევ უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ ინვესტორების მოსაზიდად, რადგან კონკურენცია ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, უფრო მკვეთრი გახდა",- აღნიშნა ნათია თურნავამ.


მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის ეგზისტენციალური არჩევანია.


„150-ზე მეტი კანონი და კანონქვემდებარე აქტი უკვე დავაახლოვეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთან. განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რაც წევრობის წინაპირობაა. ევროკავშირი უკვე არის საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი, ჩვენს ექსპორტში 22–23%-იანი წილით, და კომპანიების რიცხვი, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობა, რომლებსაც ევროპაში გააქვთ პროდუქცია, ყოველწლიურად იზრდება. ასევე ერთგულები ვართ დაკავშირებულობის (connectivity) პროგრამისა, რომლის ფარგლებშიც ვავითარებთ ყველა სახის ინფრასტრუქტურას, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ბაზრებთან აახლოებს. მაგალითად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჩვენ ვატარებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას შავი ზღვის ქვეშ მაღალი ძაბვის დენის კაბელის გაყვანასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს მწვანე ენერგიის გაცვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის", - განაცხადა ნათია თურნავამ.


აღსანიშნავია, რომ fDi Intelligence Magazine-ს 15,500-მდე გამომწერი ჰყავს, საიდანაც თითქმის 85% მულტინაციონალური კომპანიების მაღალი დონის მენეჯერები არიან. ამასთან, fDi Intellegence Magazine ვებგვერდს 36,000 რეგისტრირებული გამომწერი ჰყავს, საიდანაც დაახლოებით 54% მაღალი დონის მენეჯერები ან საინვესტიციო კონსულტანტები არიან.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა