logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
პროექტის „ფინანსური, საექსტენციო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) მმართველი კომიტეტის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა
პროექტის „ფინანსური, საექსტენციო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) მმართველი კომიტეტის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა
13:03 22.06.2021
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ორგანიზებით, პროექტის „ფინანსური, საექსტენციო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) მმართველი კომიტეტის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღეს.
პროექტის „FinExCoop საქართველო“ მიზანია, ხელი შეუწყოს ფერმერებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ექსტენციის სერვისების გაუმჯობესებასა და კოოპერატივების განვითარებას.

მმართველი კომიტეტის რიგით მესამე სხდომაზე, მიღწეული პროგრესი და მოსალოდნელი შედეგები განიხილეს.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიღებული მხარდაჭერით, ქართველ ფერმერებს მეტი რესურსი გაუჩნდებათ ცოდნისა და გამოცდილების თვალსაზრისით, რათა მიმართონ სხვადასხვა საფინანსო სტრუქტურას, მოიზიდონ ფულადი რესურსი და განავითარონ მეურნეობები“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

პროექტის „FinExCoop საქართველო“ ხელმძღვანელმა, კრისტოფ კორდონიერმა, პრეზენტაციის სახით, პროექტის სამომავლო გეგმები წარადგინა.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ. პროექტს ახორციელებს ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლა მერსი ქორფსთან, სოფლის განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და Chambre Agriculture de Loiret-თან ერთად.

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყებების, „FinExCoop საქართველო“ პროექტის გუნდის წევრები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები და დარგობრივი ექსპერტები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა