logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ჩვენ მხარს დავუჭერთ ბაზარზე ახალი ქართული პროდუქციის გამოშვების ყველა ინიციატივას
ლევან დავითაშვილი: ჩვენ მხარს დავუჭერთ ბაზარზე ახალი ქართული პროდუქციის გამოშვების ყველა ინიციატივას
11:41 19.06.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, დავით ნოზაძესთან ერთად, ნატახტარში იმყოფებოდა, სადაც შპს ,,ბენჟის“ საწარმო დაათვალიერა.

„ნატახტარში საკვები ინდუსტრიის მნიშვნელოვანი კლასტერი ვითარდება და ბევრი, უკვე ცნობილი მწარმოებელიც გვყავს. მათ რიცხვშია შპს „ბენჟი”, პროდუქციის ფართო ასორტიმენტით. კომპანია სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით და ხელშეწყობით შეიქმნა და დღეისათვის, ქართული ხილისაგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის არეალს როგორც შიდა ბაზარზე, ისე საექსპორტო მიმართულებით აფართოებს. სხვა პროდუქციის გამოშვებასთან ერთად, საწარმოში შოკოლადის ინდუსტრიის მიმართულებაც ვითარდება, რაც ბოლო წლების საინტერესო ტენდენციაა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ბაზარზე ახალი ქართული პროდუქციის გამოშვების ყველა ინიციატივას”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შპს ,,ბენჟი“ ქართული ხილის ალკოჰოლურ სასმელებს 2016 წლიდან აწარმოებს. კომპანიის მფლობელობაში არსებული თანამედროვე სტანდარტების ხილის გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა, ხილის ჯემებისა და წვენების წარმოების საშუალებას იძლევა. ამ მიმართულების გასავითარებლად შეიქმნა ბულანჟერიის ქსელი „აუგუსტი“, რომელიც პრემიუმ ხარისხის პროდუქციით მარაგდება. შპს „აუგუსტის ხილის ქარხანა“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბენეფიციარია. აგროლიზინგის თანხა 250,000 ლარს აჭარბებს.

ჯამურად, საწარმოში, 3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ქრისტინე მორჩილაძე აცხადებს, საწარმოში 57 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე, ქსელურ მარკეტებში, ასევე, გადის ექსპორტზე ჩეხეთში; უახლოეს მომავალში კი, ექსპორტი ისრაელშიც განხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა