საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის
რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდესთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „Twitter"-ში ეხმაურება.
"ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდესთან. ჩვენ ვაფასებთ მსოფლიო ბანკის სწრაფ რეაგირებას საქართველოს საჭიროებებზე და აქტიურ ჩართულობას პანდემიის პერიოდში. განვიხილეთ ჩვენი ეფექტიანი თანამშრომლობა და მიმდინარე და სამომავლო პროექტები, ასევე საქართველოში რეფორმების პროცესი და ჩვენი მიზნები პანდემიის შემდგომ პერიოდში"-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.