logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მარიამ ქვრივიშვილი: მოხარული ვართ, რომ ასეთ რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება
მარიამ ქვრივიშვილი: მოხარული ვართ, რომ ასეთ რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება
19:18 18.06.2021
საქართველოს საავიაციო ბაზარს ახალი მიმართულება - აბუ - დაბი ემატება. არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi , 1-ლი ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი), კვირაში 3 სიხშირით პირდაპირ რეისებს აბუ-დაბი - თბილისი - აბუ-დაბი მიმართულებით შეასრულებს.

Air Arabia Abu Dhabi ავიაკომპანიების Etihad Airways-ის და Air Arabia-ს მიერ ერთობლივად ჩამოყალიბებული სამგზავრო ავიაგადამზიდველია, რომელმაც დაბალბიუჯეტური ფრენების განხორციელება აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტიდან 2020 წელს დაიწყო.

„მოხარულები ვართ, რომ ასეთ რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება. მათ შორის, 1-ლი ივლისიდან საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტრანსპორტის, ტურიზმის და ახალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას. რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანაში მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი შეძლებს მოგზაურობას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ძალიან სასიხარულოა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც საქართველოში ავიაციის სექტორის აღდგენის კუთხით მიმდინარეობს. კოვიდ-19 ფაქტორით გლობალურად ძალიან დაზარალდა ავიაციის სფერო, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მიღწევები, რაც დღეს ჩვენს გუნდს აქვს ახალი ავიაკომპანიების მოზიდვისა და პირდაპირი რეისების მატების კუთხით.

„აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს საავიაციო ბაზრის მიმართ დაინტერესება მაღალია. Air Arabia Abu Dhabi რიგით მეექვსე ახალი ავიაკომპანიაა, რომელიც წლევანდელი ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან იწყებს საქართველოში ოპერირებას. ავიარეისების განხორციელება უკვე დაიწყეს ყაზახურმა და უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა FlyArystan-მა და Bees Airline-მა, 4 ივლისიდან გერმანული დაბალბიუჯეტიანი Eurowings-ი დაიწყებს დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას, ხოლო ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Manas-ი ჩარტერული რეისების შესრულებას გეგმავს.

აღნიშნულის პარალელურად, ჩვენ უკიდურესი სიფრთხილით ვეკიდებით საზღვრების გახსნით გამოწვეულ ვიზიტორების გაზრდილ დინამიკას, შესაბამისად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის წარმატებით გაგრძელება და ჯანდაცვის პროტოკოლების ზედმიწევნით დაცვა საქართველოში ეპიდვითარების სტაბილურობის და ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა