logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: „საქართველოს რკინიგზის" მიერ მწვანე ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსება იმ ნდობის გამოხატულებაა, რასაც საერთაშორისო ინვესტორები ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას უცხადებენ
ნათია თურნავა: „საქართველოს რკინიგზის" მიერ მწვანე ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსება იმ ნდობის გამოხატულებაა, რასაც საერთაშორისო ინვესტორები ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას უცხადებენ
18:47 18.06.2021
„საქართველოს რკინიგზის" მიერ მწვანე ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსება იმ ნდობის ცალსახა გამოხატულებაა, რასაც საერთაშორისო ინვესტორები, საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს მთავრობას, ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას, ჩვენ ეკონომიკას უცხადებენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „საქართველოს რკინიგზის" მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მწვანე ევროობლიგაციები განათავსების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელვანი ფაქტია და აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზამ" მწვანე ევრობონდები ლონდონის საფონო ბირჟაზე უპრეცედენტო პირობებით - 7-წლიანი ვადით, წლიურ 4.00%-ში, 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით განთავასა.
„საერთაშორისო ინვესტორები და საფინანსო ინსტიტუტები ნდობას უცხადებენ ჩვენს ეკონომიკას, რომლის სტაბილურობა ძალიან ოპტიმისტურადაა შეფასებული და ამიტომაც იყო ასეთი მაღალი ნდობა ამ ფასიანი ქაღალდების მიმართ, 8-ჯერ გადააჭარბა ინტერესმა თითოეულ შეთავაზებასთან შედარებით. მართლაც, ეს არის საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივის, საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის განვითარების დიდი აღიარება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, იგივე ბონდების განთავსება 2012 წელს 8%-ად მოხდა, ამჯერად კი „საქართველოს რკინიგზამ" ორჯერ უფრო იაფად, ორჯერ უფრო ხელმისაწვდომად მოახერხა ძველი ვალის რეფინანსირება, რითიც დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაზოგა.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომავალში ამ ინდიკატორით ისარგებლებენ სხვა კერძო კომპანიები, ვინც „საქართველოს რკინიგზის" ფასიანი ქაღალდებით საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ივაჭრებენ და მოიზიდავენ დაფინანსებას ხელმისაწვდომი პირობებით. ყოველივე ეს მიემართება ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც სწრაფად უნდა აღდგეს კოვიდის შემდეგ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის რეგიონში ეს პირველი პრეცენდენტია, როდესაც სატრანსპორტო კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოუშვა 500 მილიონი დოლარის მწვანე ობლიგაცია.

ტრანზაქციაში საკმაოდ მაღალი იყო ინვესტორების ინტერესი. საქართველოს რკინიგზის არსებული გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, მოხდა ისეთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოზიდვა, როგორებიც არიან ADB (აზიის განვითარების ბანკი) და EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), რომლებმაც ახალ ემისიაში ინვესტორების როლი შეასრულეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა