საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის წევრებმა სამხრეთ კავკასიის რკინიგზების
წარმომადგენლებს უმასპინძლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე გამოწვევები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ღონისძიების ფარგლებში საუბარი შეეხო თბილისი-ერევანი-თბილისის მიმართულებით განახლებულ რეისს. მხარეებმა სატვირთო გადაზიდვები, სატარიფო პოლიტიკა და დოკუმენტაციის ელექტრონული გაცვლის სისტემები განიხილეს.
ასევე სასაზღვრო სადგურზე მატარებლების მიღება-გადაცემის საკითხების გაუმჯობესებასა და საკონტეინერო ბლოკ მატარებლების ორგანიზების ტექნოლოგიის ახალ რედაქციაზე იმსჯელეს.
ცნობისთვის, ვიზიტის ფარგლებში ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს ხელი საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ მოაწერა.