logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მოლოდინები ძალიან პოზიტიური და მაღალი გვაქვს - მედეა ჯანიაშვილი ზაფხულის ტურისტულ სეზონზე
მოლოდინები ძალიან პოზიტიური და მაღალი გვაქვს - მედეა ჯანიაშვილი ზაფხულის ტურისტულ სეზონზე
18:07 15.06.2021
დღეიდან ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და აჭარის შავიზღვისპირეთი ტურისტების მოლოდინშია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ მოლოდინები პოზიტიურია და მნიშვნელოვანია ტურისტების მიღება რეგულაციებს სრული დაცვით მოხდეს.

"დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა ზაფხულის ტურისტული სეზონი, მოლოდინები ძალიან პოზიტიური და მაღალი გვაქვს. იქედან გამომდინარე, თუ კი არსებულ ვითარებას დავაკვირდებით იგივე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან მიმართებაში კვირაში 60-მდე რეისი სრულდება და მათ შორის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან პირდაპირი წვდომა აქვს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი, საუდის არაბეთი. რომელიც იმავდროულად ჩვენს მიზნობრივ ბაზრებს წარმოადგენს. გარდა ამისა ამ ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვეწევით. ასევე მნიშვნელოვანია შიდა ტურისტული ნაკადის წილიც.თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ვართ ძალიან ფრთხილები და თანმიმდევრულები იგივე ეპიდემიოლოგიური ვითარების დადებითობის შენარჩუნების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ სეზონზე ყველამ დაიცვას არსებული რეგულაციები და წესები, რომელიც ქვეყანას აქვს ტურისტებთან მიმართებაში. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ მარკეტინგული აქტივობების განხორციელების კუთხით, მეორეს მხრივ პოზიტიური მოლოდინები გაქვს, რომ ძალიან სწრაფად აღდგეს ტურისტული ნაკადები ქვეყანაში", აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ 2019 წლის მაჩვენებლებთან გათანაბრებას ქვეყანა 2023 წლისთვის მოახერხებს.

"2019 წლის მონაცემებს რაც შეეხება, 2019 წელი ტურიზმის მხრივ უპრეცენდენტო იყო, ძალიან მნიშვნელოვანი მატება იყო და შესაბამისად სრულად აღდგენას ვპროგნოზირებთ 2023 წლისთვის. თუმცა მანამდე მაჩვენებლებთან მიახლოება მოხდება", - განმარტავს ჯანიაშვილი.

როგორც ცნობილია, 1-ელი ივნისიდან საქართველომ საზღვრები გახსნა და მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში შემოსვლა ვიზიტორებს სახმელეთო გზითაც შეუძლიათ. თუმცა საზღვრების გახსნიდან 15 დღეა გასული და შესაბამისად ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ტურისტების შემოდინების კუთხით, ივნისის სტატისტიკის გამოქვეყნებამდე, ზუსტი ეფექტის დანახვა უჭირთ.

"გასულ წელს თუ შევადარებთ მატება 300%-ზე მეტია, თუმცა 1-ლი ივნისიდან ანუ სახმელეთო საზღვრების გახსნიდან ყოველდღიურ ტენდენციას ვაკვირდებით. უახლოესი პერიოდი გვაქვს იმისათვის, რომ რაღაც კონკრეტული მაჩვენებელი დავდოთ. მნიშვნელოვანია იგივე ივნისის თვეს შევხედოთ, რათა მატების მაჩვენებელი თვალნათლივ დავინახოთ", - ამბობს ჯანიაშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა