logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავამ რუმინეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ნათია თურნავამ რუმინეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
23:16 14.06.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუმინეთის ახალ ელჩს რაზვან როტუნდუს შეხვდა, რომელიც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობას 2021 წლის აპრილიდან ასრულებს.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ რუმინეთის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავა.
შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა საქართველო - რუმინეთის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები ისეთ სექტორებში ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვ. აღინიშნა, რომ რუმინეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ქვეყნის ევროატლანტიკური სტრუქტურების გაწევრიანების პროცესში, ამასთან, რუმინეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა 2021 წლის პირველ სამ თვეში რუმინეთთან ექსპორტის ზრდის საკითხი - ეს მაჩვენებელი 19 პროცენტით არის გაზრდილი. ამავე დროს აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, რომელსაც განვითარება ესაჭიროება, მათ შორის, სატრანსპორტო - ლოგისტიკის კუთხით. ითქვა, რომ საქართველოსა და რუმინეთის საზღვაო პორტებს შორის არსებული საბორნე მიმოსვლა უნდა გაიზარდოს. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე საქართველოს რკინიგზასთან საკონტეინერო გადაზიდვებთან დაკავშირებით.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სფეროში, კერძოდ, „საქართველო-რუმინეთის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე", რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის გავლით წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპის კავშირისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს ევროპის კავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა