logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: მაისში ექსპორტის გაზრდილი მონაცემები გვაძლევს იმედს, რომ ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება ისეთივე მაღალ ნიშნულზე, როგორც აქამდე დაფიქსირდა
ნათია თურნავა: მაისში ექსპორტის გაზრდილი მონაცემები გვაძლევს იმედს, რომ ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება ისეთივე მაღალ ნიშნულზე, როგორც აქამდე დაფიქსირდა
16:29 14.06.2021
ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით მორიგი დადებითი ინფორმაცია გვაქვს - კერძოდ, მაისის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტში თითქმის 45%-იანი ზრდა (44.9%) დაფიქსირდა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მაისის თვეში საგარეო ვაჭრობის მონაცემების შესახებ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში - იანვარ-მაისში ექსპორტი გაიზარდა 24.4%-ით. მისი თქმით, ექსპორტი პირდაპირ მონაწილეობს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის, ჩვენი ეკონომიკის ზრდის კომპონენტში და მისი ასეთი მაღალი პროცენტით გაზრდა იმაზე მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდაც ასეთივე მაღალი იქნება.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ვინაიდან 2020 წელი ძალიან მძიმე წელი იყო, ამიტომ ახლა ეკონომიკაში არსებული დინამიკის და მიმდინარე პროგრესის შესაფასებლად შედარება 2019 წელთან ხდება. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, 2019 წლის მაისთან შედარებით ექსპორტი, პრაქტიკულად, თითქმის იგივე დონეზეა, არ შემცირებულა. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 2019 წელი ექსპორტის თვალსაზრისით ბოლო ათწლეულში რეკორდული წელიწადი იყო.

„აქედან გამომდინარე, დღეს, 2021 წლის მაისში, როდესაც ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია, ჩვენი წარმოების, ჩვენი პროდუქციის ექსპორტი უკვე გვაქვს 2019 წლის მაისის დონეზე, ხოლო წინა წელთან შედარებით ძალიან მნიშვნელოვანი თითქმის 45%-იანი ზრდა გვაქვს. ამას იმიტომ აღვნიშნავთ, რომ თითოეული ასეთი მონაცემი გვაძლევს იმის იმედს, რომ ეკონომიკური ზრდა ისეთივე მაღალი, როგორც ეს აქამდე დაფიქსირდა, გაგრძელდება და რა თქმა უნდა, სრულიად საფუძვლიანია ჩვენი მოლოდინი, რომ წელიწადს დავამთავრებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით თუ არა, 6.5 – 6.7%-იანი ეკონომიკური ზრდით მაინც, რაც მართლაც ძალიან დიდი ნახტომია - ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანად გავანულებთ 2020 წელს პანდემიით მიყენებულ ზიანს", - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, მინისტრის ინფორმაციით, პრაქტიკულად, სტატისტიკურად ყველა დარგში ფიქსირდება ზრდა, გარდა მომპოვებელი ინდუსტრიისა, სადაც დაახლოებით იგივე დონეა შენარჩუნებული. დარგები, სადაც ზრდა არის, ესენია - გადამამუშავებელი სექტორი, სოფლის მეურნეობა, მომსახურების სფერო, სასტუმროები, ტურიზმი და ა.შ. ნათია თურნავას განცხადებით, ყველაზე დიდი ზრდა 110%-ზე მეტი მშენებლობა-დეველოპმენტის სექტორში ფიქსირდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა