logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
დავით თვალაბეიშვილი: შედგა კონსტრუქციული შეხვედრა, დავინახეთ, რომ „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებით მხარეებს შორის არსებობს შეხების წერტილები
დავით თვალაბეიშვილი: შედგა კონსტრუქციული შეხვედრა, დავინახეთ, რომ „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებით მხარეებს შორის არსებობს შეხების წერტილები
09:14 13.06.2021
„ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა - პირველი შეხვედრა, სადაც მხარეები ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით ერთმანეთს შეხვდნენ და დავინახეთ, რომ არსებობს შეხების წერტილები, არსებობს საკითხები, რომლებზეც შეგვიძლია საუბარი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა დღეს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის მიერ ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით გამართული მედიაციის პირველი შეხვედრის კომენტირებისას.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს იყო პირველი შეხვედრა და შესაბამისად, არ იყო იმის მოლოდინი, რომ ყველა საკითხი გადაწყდებოდა, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გამოიკვეთა ის საკითხები, რომლებზეც მხარეები შემდგომში იმუშავებენ.

„მთავარი რაც დღეს მოხდა, ისაა, რომ გამოიკვეთა ის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც შემდეგ ჩვენ მოგვიწევს კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში. საუბარი იყო დამატებით შესწავლებზე, რომლებიც უნდა ჩატარდეს - გარემოსდაცვით, კომერციულ შესწავლებზე - რომლებიც ამ პროექტთან დაკავშირებით ჩატარდება და დავინახავთ, თუ რა გავლენა აქვს ამ პროექტს, ან აქვს თუ არა მას საერთოდ გავლენა სხვადასხვა მიმართულებით. ანუ, უნდა მოხდეს სხვადასხვა საპროექტო დოკუმენტაციის დამატებითი შესწავლები დამოუკიდებელი მხარეების მიერ", - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

ამასთან, როგორც დავით თვალაბეიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო თვლის, რომ ნამახვანი ჰესი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოსთვის, ის უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და უწყების პოზიციაა, რომ ჩატარებულია ყველანაირი კვლევები, ყველანაირი შესწავლები - ჰესი იქნება უსაფრთხო და აქედან გამომდინარე, ის უნდა აშენდეს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პროექტის ოპონენტ მხარეებს შორის დღეს კონსტრუქციული საუბარი შედგა რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაციის და ამისთვის საჭირო ქმედებების შესახებ. „გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ ეს საკითხი უნდა დავსვათ - ჩვენ ვართ ეკონომიკის სამინისტრო, არ ვართ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ყველა შესაბამის უწყებასთან. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ეს მოხდება და ასევე მოხდება ის, რომ ის ხალხი, ვინც იქ მუშაობს - „ენკას" თანამშრომლები და ტექნიკა გააგრძელებენ უპრობლემოდ მუშაობას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება კომპანია „ენკას" მიერ წარმოებული სამუშაოების შეჩერების საკითხს, როგორც ამას ჰესის მშენებლობის მოწინაამდეგე მხარე ითხოვს, დავით თვალაბეიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე ეს საკითხიც იქნა განხილული და მას მომავალ შეხვედრებზეც დაუბრუნდებიან.

„ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იყო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაოების შეჩერება გამოიწვევს პროექტის გაჩერებას საერთოდ და აქედან გამომდინარე, ეს დაკავშირებულია სხვადასხვა უმართავ პროცესთან. საუბარია იმაზე, რომ კომპანიას გააჩნია ყველა ლეგიტიმური უფლება, აწარმოოს სამუშაოები, მაგრამ ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით მომავალში და განვიხილავთ მეორე მხარესთან ერთად. ჩვენ ველით, რომ მომავალ შეხვედრებში, განხილვებში ასევე მონაწილეობას მიიღებს კომპანია „ენკა" სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა