logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლაშა ხუციშვილი 2020 წელს საინვესტიციო კრედიტების ნაწილში თანხების ათვისებაზე: სახელმწიფომ 350 მლნ ლარამდე დამატებითი რესურსი აითვისა საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, მათ შორის, 230 მლნ ლარით გადაჭარბდა ჩქაროსნული მაგისტრალის თითქმის ყველა კომპონენტი
ლაშა ხუციშვილი 2020 წელს საინვესტიციო კრედიტების ნაწილში თანხების ათვისებაზე: სახელმწიფომ 350 მლნ ლარამდე დამატებითი რესურსი აითვისა საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, მათ შორის, 230 მლნ ლარით გადაჭარბდა ჩქაროსნული მაგისტრალის თითქმის ყველა კომპონენტი
00:20 12.06.2021
სახელმწიფომ 350 მლნ ლარამდე დამატებითი რესურსი აითვისა საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, მათ შორის, 230 მლნ ლარით გადაჭარბდა ჩქაროსნული მაგისტრალის თითქმის ყველა კომპონენტი - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, 2020 წელს საინვესტიციო კრედიტების ნაწილში ათვისებული იქნა 1382 მლნ ლარი, ნაცვლად 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული 1032.6 მლნ ლარისა. რაც შეეხება 100 მლნ ლარის ოდენობის პროექტების ჩამორჩენით შესრულებას, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ვალდებულების გადასახადი წარმოადგენს გადასახადს ხელმოწერილი საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში აუთვისებელ ნაწილზე, მათ შორის, იმ ნაწილზეც რომლის ათვისებაც საორიენტაციო გრაფიკის შესაბამისად, დაგეგმილია მომდევნო წლებში. შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში ათვისებულ კრედიტზე ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი, ხოლო ჯერ კიდევ ასათვისებელ ნაწილზე - ვალდებულების გადასახადი, რომელიც 10-ჯერ ნაკლებია საპროცენტო განაკვეთზე. საინვესტიციო პროექტებთან მიმართებაში, განსაკუთრებით, მსხვილ პროექტებთან მიმართებაში, რომელთა განხორციელება 3-4 წლიან პერიოდზეა გაწერილი თავად ხელშეკრულებითვე, განხორციელების ვადების ცვლილების შემთხვევევა ხშირია, როგორც დაბალი ათვისების, ისე მოსალოდნელზე მაღალი ათვისების შემთხვევებში. შესაბამისად, დაბალი ათვისების პროექტებზე მოხდა ვალდებულების გადასახადის გადახდა, ნაცვლად საპროცენტო განაკვეთისა, თუმცა, ჯამურად ამით არ შეცვლილა არც სესხის მთლიანი მოცულობა და არც მისი მომსახურების საპროცენტო განაკვეთი გაზრდილა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პროექტების დროული განხორციელება და მათი დროული მონაწილეობა ეკონომიკურ აქტივობაში.

„იმის განცხადება, რომ ბიუჯეტმა თითქოს ზედმეტი გადაიხადა არასწორია, თუ არ შევხედავთ საინვესტიციო პროექტების მთლიანი ათვისების მაჩვენებელს, ვინაიდან მათ შორის, 2020 წელს ჯამურად, საინვესტიციო პროექტები გადაჭარბებით (350 მლნ ლარით) იქნა ათვისებული და მთელ რიგ პროექტთებთან მიმართებაში აღარ მოგვიწია გრაფიკის შესაბამისად გადასახადელი ვალდებულებების გადასახადის გადახდა, დაჩქარებული ათვისებიდან გამომდინარე," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა