logo2
logo2
არქივი
« მარტი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ნადარეიშვილი: პრიორიტეტულია ყველა პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებას და კონკურენტუნარიანობას გლობალური მასშტაბით
ირაკლი ნადარეიშვილი: პრიორიტეტულია ყველა პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებას და კონკურენტუნარიანობას გლობალური მასშტაბით
17:52 11.06.2021
„ეკონომიკის სამინისტრო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით წლებია ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს ეკოსისტემის განვითარებას, სტარტაპებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, მათთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. იტალიურ მხარესთან ერთად, იტალიის მთავრობის მხარდაჭერით, განხორციელდება პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი სტარტაპერებისთვის იტალიაში, ქალაქ ნეაპოლის უნივერსიტეტში ტექნოლოგიური სტაჟირების გავლას, რაც არის კიდევ ერთი ხელშემწყობი კომპონენტი იმისთვის, რომ ქართული სტარტაპ ეკოსისტემა განვითარდეს და გახდეს კონკურენტუნარიანი გლობალური მასშტაბით"-ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც ორი ქართველი ახალგაზრდა - ირინა ცაგარეიშვილი და ცოტნე ყალიჩავა კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდნენ. ისინი იტალიაში გაემგზავრებიან და სამთვიან უფასო სასწავლო კურსს SPICI-ის FabriTech განყოფილებასა და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტში გაივლიან.

ყოველწლიური ღონისძიება Italian Innovation and Research Day საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისში იტალიის საელჩოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციის (COTEC) ორგანიზებით, ტექნოპარკში ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა სახის პრეზენტაციები, ასევე გაიმართა დისკუსია იმ პროგრამების, პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც იტალია ქართველ სტარტაპებს სთავაზობს.

პროექტი ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაცია COTEC-ს შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებას იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა