logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ულტრათანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენებით მოემსახურება გლობალურ გადაზიდვებს და ახალ სამუშაო ადგილებს შემატებს რეგიონს
ნათია თურნავა: ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ულტრათანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენებით მოემსახურება გლობალურ გადაზიდვებს და ახალ სამუშაო ადგილებს შემატებს რეგიონს
17:49 11.06.2021
„ძალიან ამაყები ვართ იმით, რომ საქართველოს შავი ზღვის საპორტო არეალში მიმდინარეობს ბევრი საინტერესო პროექტი, მიმდინარეობს განვითარება და ერთ-ერთი პირველი არის სწორედ ახალი, მინერალური სასუქების გადამზიდავი ტერმინალი, რომელიც ყველაფერთან ერთად ასაქმებს ასზე მეტ ადამიანს და მომავალში დაასაქმებს კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ მაცხოვრებელს. ეს არის სრულიად უსაფრთხო ობიექტი, რომელიც აშენებულია ულტრათანამედროვე, ეკოლოგიურად მეგობრული ტექნოლოგიებით და პრაქტიკულად, ამით ინვესტორებმა პასუხი გასცეს ყველა კითხვას, თუ რაიმე არსებობდა საზოგადოებაში ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური კარბამიდის ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტთან მიმართებაში იყო გარკვეული შეკითხვები, იყო პროტესტიც მოსახლეობაში და ეს ბუნებრივია, რადგან ბათუმი ვითარდება როგორც ტურისტულად მნიშვნელოვანი წერტილი და მიზიდულობის ცენტრი, აქედან გამომდინარე, ყველა ინდუსტრიული ობიექტი აქ უნდა იყოს განსაკუთრებული ეკოლოგიური სტანდარტის შესატყვისი.

„ყველა სანებართვო პროცესი არის შესრულებული, ტერმინალში ძირითადად დამონტაჟებულია „სიმენსის" აპარატურა, ასევე დამონტაჟებულია სხვადასხვა სახის ფილტრები, მათ შორის ჰაერში გაფრქვევისა თუ მტვრის შემაკავებელი ფილტრები და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ ტერმინალი, რომელიც ევროპული და ამერიკული ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, სრულიად უსაფრთხოდ მოემსახურება გლობალურ გადაზიდვებს და ახალ სამუშაო ადგილებს შემატებს რეგიონს" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, მინერალურ სასუქებზე მოთხოვნა მსოფლიოში იზრდება, რადგან, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში იზრდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და კვების პროდუქტების წარმოება. მისი შეფასებით, ეს იქნება მზარდი, საინტერესო, მომგებიანი, პერსპექტიული ბიზნესი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი, რომ საქართველო მართლაც არის საუკეთესო, ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში, რომელზეც გადის აბრეშუმის გზა და რაც შეიძლება მეტი, ახალი, მსგავსი ლოგისტიკური პროექტი უნდა განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმის ფორტში მინერალური სასუქების ახალი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც წელიწადში 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს გადაამუშავებს. ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები არიან ამერიკული კორპორაცია ,,Trammo" და კომპანია ,,Wondernet Exspress Investment Group". პროექტში 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. ტერმინალის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ბაჰტიარ რახიმოვი, კომპანია Trammo-ს პრეზიდენტი ედვარდ ვეინერი, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროექტის ინვესტორები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს-სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა