logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ნდობა კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენ მიერ ევრობონდების გამოშვებით
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ნდობა კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენ მიერ ევრობონდების გამოშვებით
17:25 11.06.2021
საქართველოს პარლამენტში „მინისტრის ფორმატში" სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა აპრილში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევრობონდების წარმატებით განთავსებაზე.

„ჩვენი გამოშვებისას დაფიქსირდა უპრეცედენტოდ დაბალი კუპონის განაკვეთი 2.75 პროცენტი, რაც 2.5-ჯერ ნაკლებია 2011 წლის გამოშვებასთან შედარებით. ხშირად გვსმენია, რომ დაბალი პროცენტი მხოლოდ მსოფლიოში არსებული დაბალი განაკვეთებით იყო განპირობებული. თუმცა, თუ შევადარებთ საპროცენტო განაკვეთის განსხვავებას ურისკოდ აღიარებულ ამერიკის სახაზინო ფასიან ქაღალდებთან, ეს მაჩვენებელიც 2011 წლის დონესთან შედარებით, თითქმის განახევრებულია. მინდა გითხრათ, თუ რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს დაბალ განაკვეთს, როგორც ბიუჯეტისთვის, ისე კერძო სექტორისათვის. ევრობონდის ვადიანობის პერიოდში, ბიუჯეტი 350 მილიონი ლარით ნაკლებს გადაიხდის", - აღნიშნა მან.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ევრობონდების წარმატებული გამოშვება, ასევე ქმნის ძალიან მნიშვნელოვან ბენჩმარკს სხვა კორპორატიული გამომშვებებისთვის, რადგან მათ უფრო უიაფდებათ და უმარტივდებათ კაპიტალის მოზიდვა საერთაშორისო ბაზრებიდან.

„ასევე ეს იყო კიდევ ერთი ძალიან მაღალი ნდობის გამოცხადება საქართველოსათვის, ქვეყნის ეკონომიკისადმი, მისი მაკროეკონომიკური მმართველობისადმი. უნდა აღინიშნოს, რომ მოთხოვნა ჩვენს ფასიან ქაღალდებზე 4-ჯერ მეტი იყო ჩვენს შეთავაზებაზე და თითქმის 2 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. ასევე, მოლაპარაკების პროცესში გამოიკვეთა უცხოელი ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალი დაინტერესება ლარში დენომინირებულ ფასიან ქაღალდებზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა