logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც პანდემიამდე ასრულებდნენ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, თითქმის აღდგენილია
ნათია თურნავა: ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც პანდემიამდე ასრულებდნენ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, თითქმის აღდგენილია
17:33 09.06.2021
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ბოლო წლებში მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, განსაკუთრებით ტურისტული ნაკადების ზრდის შედეგად, 2018-19 წლებში მიჩნეული იყო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდ აეროპორტად, რამაც, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დააყენა მისი სწრაფად განახლების განხორციელება და პანდემიის მიუხედავად, ერთი დღითაც არ შეფერხებულა ეს პროექტი" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც პანდემიამდე ოპერირებდნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, თითქმის აღდგენილია.

„პანდემიამდე ქუთაისის აეროპორტში ოთხი ავიაკომპანია დაფრინავდა 33 მიმართულებით, ხოლო წელს, მაისის მდგომარეობით, უკვე სამი ავიაკომპანია დაფრინავს 25 მიმართულებით და ეს პროცესი გრძელდება ბაზრის გახსნისა და პანდემიის დაძლევის კვალობაზე" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მიწვეულები სტუმრები ესწრებოდნენ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა შიდა ინტერიერის მოწყობა და გაერთიანდა ძველი და ახალი ტერმინალები, რის შედეგადაც ქუთაისის აეროპორტს აქვს ერთიანი ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის არის საჭირო. განახლებულ ტერმინალში მოეწყო ე.წ. „მწვანე გადახურვა" და გამწვანებული ტერასა. აეროპორტს აქვს 7 გასასვლელი და საათში 1200-ზე მეტი მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობასთან შედარებით ოთხჯერ მეტია. განხორციელებული სამუშაოების შედეგად განახლებული აეროპორტის მგზავრთა გამტარუნარიანობა წელიწადში ორნახევარ მილიონამდე გაიზრდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა