logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავამ აკრედიტაციის პროცესში ჩართულ ადამიანებს „აკრედიტაციის საერთაშორისო დღე" მიულოცა
ნათია თურნავამ აკრედიტაციის პროცესში ჩართულ ადამიანებს „აკრედიტაციის საერთაშორისო დღე" მიულოცა
13:14 09.06.2021
"აკრედიტაციის საერთაშორისო დღეს ვულოცავ სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომლებს, აკრედიტაციის პროცესში ჩართულ ყველა შემფასებელსა და ექსპერტს და რა თქმა უნდა, აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. თქვენი ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობისკენ. განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო იმ გადაწყვეტილებებზე, რომელთაც იღებთ საქართველოში წარმოებული პროდუქტებისა და მომსახურების მსოფლიოს ბაზრებზე დაშვების და ამით ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდის მიმართულებით," - ნათქვამია მინისტრის მილოცვაში, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.

აკრედიტაციის საერთაშორისო დღე - 9 ივნისი, 2008 წლიდან აღინიშნება. აკრედიტაციის საერთაშორისო დღის დაფუძნების ძირითადი მიზანი იყო აკრედიტაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და აკრედიტაციის მნიშვნელობის ხაზგასმა, როგორც ნდობის მექანიზმისა, რაც გამოიხატება იმაში, რომ განვითარებული ქვეყნები აკრედიტაციის მექანიზმის გამოყენებით უზრუნველყოფენ პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფასა და გაუმჯობესებას.

მინისტრის განცხადებით, აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოების საქმიანობა მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ბევრ სფეროში - დაწყებული საავტომობილო გადაადგილების უსაფრთხოებიდან დამთავრებული სამშენებლო სფეროს, სურსათისა და სამედიცინო მომსახურების უსაფრთხოებით.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2017 წლიდან საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი აღიარებულია ევროკავშირის აკრედიტაციის ორგანიზაციის მიერ და ამ მიმართულებით საქართველო არის ლიდერი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში (სამხრეთ კავკასიაში), არამედ - აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებს შორისაც. კიდევ ერთხელ მინდა წარმატება ვუსურვო აკრედიტაციის ცენტრს, აკრედიტაციის ცენტრის ყველა შემფასებელსა და ექსპერტს და აკრედიტებული ორგანოების წარმომადგენლებს პროფესიულ ასპარეზზე და კიდევ უფრო მეტი წარმატება - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერის გზაზე," - ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა