logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ქვრივიშვილი ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
13:36 08.06.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მასში ავიაციის კომიტეტის 60-მდე წევრი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მოლოდინაშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე და აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.


შეხვედრაზე განიხილეს ინდუსტრიის წინაშე კოვიდპანდემიის შედეგად არსებული გამოწვევები და ისეთი პრიორიტეტული საკითხები, როგორიცაა ავიაციის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია, საავიაციო სტრატეგიის შექმნა,პოსტპანდემიური ეფექტური საკომუნიკაციო მექანიზმის შემუშავება, კერძო-საჯარო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და სხვა.


ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ავიაციის სექტორი, რომელიც კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია, აქტიურ გამოცოცხლებას იწყებს და ამ მხრივ დადებითი დინამიკა შეინიშნება.


როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ავიაციის სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ახალი მიმართულებების კუთხით, ინტენსიურად გაგრძელდება.


„მისასალმებელია, რომ ავიაციის სექტორი თავადაც აღნიშნავს იმ დადებით დინამიკას, რაც აისახება ციფრებში - დღეისთვის უკვე აღდგენილია ავიარეისების 2019 წლის ნიშნულის 55%. რა თქმა უნდა, შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას კერძო სექტორთან, მათ შორის ახალი მიმართულებებით, როგორიცაა ავიაციის სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაცია, ავიაციის ინდუსტრიის სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება, ასევე ინდუსტრიაში ჩართული კომპანიების ხელშეწყობა, რათა კიდევ უფრო სწრაფად და მდგრადად მოხდეს ჩვენს ქვეყანაში ავიაციის სექტორის გაძლიერება, რაც, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს ტრანსპორტისა და ტურიზმის დარგის განვითარებას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა