სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა და დირექტორის
მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილმა ქალაქ დუბაიში ინვესტორ კომპანიებთან Dubai Investments, Masharie და Aldar-თან სამუშაო შეხვედრები გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო და საინვესტიციო პოტენციალი პოსტ-პანდემიურ პირობებში.
კომპანიებმა დაინტერესება გამოხატეს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ. კერძოდ, უძრავი ქონების და წარმოების მიმართულებებით. შედეგად, დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები, მათ შორის, საქართველოში შესაძლო ვიზიტი.