logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველო იქნება ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღდგება
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველო იქნება ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღდგება
17:32 07.06.2021
საქართველო იქნება ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღდგება და დაუბრუნდება განვითარების იმ ნიშნულს, რომელიც არსებობდა პანდემიამდე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, სახეზეა ბევრი ფაქტორი, რომელიც ადასტურებს, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც რეალურად გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური აღდგენის პროცესი არსებითად განსხვავებული იქნება. ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც სწრაფად ხდება ეკონომიკური აღდგენა, ასევე არიან ქვეყნები, სადაც ამ პროცესს, შესაძლოა, 3-4 წელი დასჭირდეს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგება. მოლოდინი გვაქვს, რომ მაისშიც გვექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, იმ აქტივობიდან გამომდინარე, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა აპრილში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდაზე და აღნიშნა, რომ 2 წლის ჭრილში ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანაში, დაახლოებით, 21% შეადგინა.

„რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ე.წ. საბაზისო ეფექტს. ძალიან მარტივია იმის განსაზღვრა, თუ რეალურად რა გავლენა იქონია პანდემიის ეფექტმა 2021 წლის აპრილის ზრდაზე, ამისთვის საჭიროა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შევადაროთ არა პანდემიურ 2020 წელს, არამედ 2019 წელს და ვნახოთ რამდენით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა - ესაა ზრდა 21%-მდე, რაც არის მაღალი ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველასთვის მარტივია იმის განსაზღვრა, რამდენად მაღალი იყო ის ზრდა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში დაფიქსირდა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა