logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე გახარიაზე: შეეშინდა და საკუთარი გუნდი ამიტომ მიატოვა, ან შეგნებულად ითამაშა ნაციონალური მოძრაობის თამაში და უღალატა საკუთარ გუნდს
მამუკა მდინარაძე გახარიაზე: შეეშინდა და საკუთარი გუნდი ამიტომ მიატოვა, ან შეგნებულად ითამაშა ნაციონალური მოძრაობის თამაში და უღალატა საკუთარ გუნდს
10:26 07.06.2021
გიორგი გახარიას შეეშინდა და საკუთარი გუნდი ამიტომ მიატოვა ან შეგნებულად ითამაშა „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში და უღალატა საკუთარ გუნდს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა.

„მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, ვის მოედანზე თამაშობს გიორგი გახარია:

1. "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, მისი(ვე) განცხადებით, გადადგა იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავება ვერ გადაავადა.

2. უკიდურესად დაძაბული და კრიტიკული ვითარების დროს, ეს არ შედიოდა არც სახელმწიფოს, არც "ქართული ოცნების" ინტერესებში და კიდევ უფრო ამძაფრებდა სიტუაციას.

3. მისი გადადგომა აწყობდა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“. მათი რეაქციებიც ამასვე მოწმობდა.

4. თავისი ქმედებით მან საკუთარი გუნდი უდიდესი დარტყმის ქვეშ დააყენა.

5. მისგან დღემდე არ მოგვისმენია რეალური, რაციონალური, დამაჯერებლობის მინიმალური ხარისხის არგუმენტიც კი, - რას შეცვლიდა მელიას დაკავების 2-3 დღით გადადება.

მხოლოდ ორი ვარიანტია:

ეს ყველაფერი ვერ გაანალიზა, შეეშინდა და საკუთარი გუნდი ამიტომ მიატოვა ან შეგნებულად ითამაშა „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში და უღალატა საკუთარ გუნდს.

პირადად ჩემთვის (არსებული უტყუარი და ლოგიკური ინფორმაციების გარეშეც კი) პასუხი მარტივია…

რაც შეეხება მომავალს - გახარია იბრძვის იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე:

რამდენიმე დეპუტატი გაიყვანოს რამდენიმე რაიონის საკრებულოში

ან „ქართული ოცნება“ ჩამოაცილოს 43 პროცენტიან მაჩვენებელს, - ანუ აქაც „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ითამაშოს.

პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივია:

წარმოუდგენელია ნაციონალებისთვის გადამდგარი გახარიას მისია მისი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის საკრებულოს წევრობა იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა